Thumbnail

'ის ნებისმიერისთვის სამაგალითოა' - კალაძე მილანის დანარჩენი სამყაროს TOP XI-ში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

The Offside-მა მილანის ყველა დროის რამდენიმე თერთმეტეული შეადგინა, ერთ-ერთ მათგანში ქართველი მცველი კახა კალაძეც მოხვდა. 

მილანის ყველა დროის TOP XI. დანარჩენი სამყარო

გამოცემამ ეს პროექტი 14 აპრილს წამოიწყო. პირველად გამოქვეყნდა მილანის TOP XI, რომელიც მთლიანად არგენტინელი ფეხბურთელებით არის შედგენილი. შემდეგ იყო მილანის ყველა დროის გუნდი აფრიკელი ფეხბურთელებით. ამის შემდეგ მილანის ბრაზილიელების TOP XI შემოგვთავაზეს, შემდეგ კი "ამერიკელების" (ბრაზილია, არგენტინის გარდა). 18 აპრილს მილანის ფრანგების TOP XI გამოქვეყნდა, შემდეგ კი დანარჩენი სამყაროსი. 20 აპრილს გამოცემამ ბოლო აკორდი შემოგვთავაზა - მილანის იტალიელების TOP XI. 

კახა კალაძე მილანის დანარჩენი სამყაროს ყველა დროის ნაკრებში მოხვდა. აქ ბუნებრივია, არ შედიან ამერიკისა და აფრიკის კონტინენტის წარმომადგენლები და არც დასავლეთ ევროპელები. 

გუნდი 3-4-3 სისტემითაა შედგენილი და მასში აზიელები, ავსტრალიელები, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპელები მოხვდნენ. 

მილანის ყველა დროის TOP XI. დანარჩენი სამყარო

ჟელიკო კალაჩი (ავსტრალია) - კოსმინ კონტრა (რუმინეთი), კახა კალაძე (საქართველო), სტეინარ ნილსენი (ნორვეგია) - რედე კრუნიჩი (ბოსნია), ალეკსანდერ მერკელი (ყაზახეთი), უმით დავალა (თურქეთი), დეიან სავიჩევიჩი (მონტენეგრო) - კეისუკე ჰონდა (იაპონია), ჰაქან ჩალჰანოღლუ (თურქეთი), ანდრიი შევჩენკო (უკრაინა). 

The Offside კახა კალაძეზე

"კალაძე მილანის ფეხბურთელებისთვის სამაგალითო მოთამაშე უნდა იყოს. მისი გამძლეობა და მენტალური სიძლიერე კარგად უნდა შეისწავლონ ახალმა ფეხბურთელებმა, რადგან წარმოუდგენელ კონკურენციაში და ბრძოლაში, როგორც მოედანზე ისე მის მიღმა, შეძლო და ჩამოყალიბდა მილანის ერთ-ერთ მთავარ მცველად. 

კალაძე ჩვენი ფავორიტია, რადგან ის საიმედო იყო და მოედანზე ხისტად იბრძოდა. თუ რა როლი ჰქონდა კალაძეს მილანის თამაშზე ამის ნახვა კარგად არის შესაძლებელი 2013 წლის გამოსათხოვარ მატჩზე, სადაც ყველა ბილეთი გაიყიდა. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი მის მილანურ კარიერაში ბრწყინვალე გოლი დაუმუშავებლად ინტერის კარში 2005/06 წლების სეზონში".

კალაძის გოლი ინტერის კარში

ალბათ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება გამოცემის სხვა TOP XI-ებიც.

მილანის ყველა დროის TOP XI. არგენტინა

გოლკიპერი არ ყოფილა - ლეონელ ფანხიონი, მატეო მუსაჩო, რობერტო აიალა, ხოსე შამოტი - ხოსე სოსა, ლუკას ბილია, ფერნანდო რედონდო, გული - გონსალო იგუაინი, ერნან კრესპო.

მილანის ყველა დროის TOP XI. ბრაზილია

დიდა - კაფუ, ალექსი, ტიაგო სილვა, სერჟინიო - ლეონარდო, ემერსონი - რივალდო, კაკა, რონალდინიო - ალეშანდრე პატო.

მილანის ყველა დროის TOP XI. აფრიკა

გოლკიპერი არ ყოფილა - ტაიე ტაივო (ნიგერია), მოჰამედ სარი (სენეგალი), ტარიბო ვესტი (ნიგერია), ჯამელ მესბაჰი (ალჟირი) - ფრანკ კესიე (კოტ დივუარი), ისმაელ ბენასერი (ალჟირი), სულეი მუნტარი (განა), კევინ პრინს ბოატენგი (განა), ადელ ტაარაბტი (მაროკო) - ჟორჟ ვეა (ლიბერია).

მილანის ყველა დროის TOP XI. 'ამერიკა'

გოლკიპერი არ ყოფილა - მარიო იეპესი (კოლუმბია), გუსტავო გომესი (პარაგვაი), კრისტიან საპატა (კოლუმბია), დიეგო ლექსალტი (ურუგვაი) - ოგუჩი ონიევუ (აშშ), პაბლო გარსია (ურუგვაი), მატიას ფერნანდესი (ჩილე), მატიას კარდასიო (ურუგვაი), პაბლო არმერო (ურუგვაი) - კარლოს ბაკა (კოლუმბია).

მილანის ყველა დროის TOP XI. საფრანგეთი

გოლკიპერი არ ყოფილა - ფილიპ მექსე, მარსელ დესაი, ადილ რამი, ტეო ერნანდესი - ტიემო ბაკაიოკო, იბრაჰიმა ბა, მატიო ფლამინი, იოან გურკუფი, ჟერემი მენეზი - ჟან-პიერ პაპენი.

მილანის ყველა დროის TOP XI. იტალია

სებასტიანო როსი - ფრანკო ბარეზი, ალესანდრო ნესტა, ალესანდრო კოსტაკურტა - მაურო ტასოტი, ანდრეა პირლო, დემეტრიო ალბერტინი, რობერტო დონადონი, პაოლო მალდინი - დანიელე მასარო, ფილიპო ინძაგი.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ მილანში თითქმის 10 წელი ითამაშა, 2001 წლიდან 2010 წლამდე, ჯამში მან სერია A-ში 200-მდე მატჩში მიიღო მონაწილეობა მილანის მაისურით და 12 გოლი გაიტანა. 2010 წელს ის ჯენოაში გადავიდა სათამაშოდ, ორი წლის შემდეგ კი კარიერა დაასრულა. 

კომენტარები

ბოლო ამბები