Thumbnail

ცისარტყელა და დელფინი - პესკარას ახალი ფორმა 6 წლის ბავშვმა დახატა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • იტალიურმა კლუბმა მაისურის დიზაინის შექმნა ქომაგებს მიანდო
  • ყველას პესკარას პატარა გულშემატკივარმა აჯობა

იტალიური სერია B-ს ბინადარმა პესკარამ ახალი ეკიპირება წარადგინა, რომლის შექმნასაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს.

მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის დროს, იტალიური კლუბის ხელმძღვანელობამ ქომაგების გართობის საინტერესო ხერხს მიაგნო.

პესკარამ გულშემატკივრებს ახალი ფორმის დიზაინის შექმნა სთხოვა და პირობა დადო, რომ გამარჯვებული ნახატის მიხედვით, მაისურებს კომპანია Erreà შექმნიდა.

საბოლოოდ, ყველაზე მეტი მოწონება 6 წლის ლუიჯი დ’აგოსტინოს ნამუშევარს ერგო.

პატარა ბიჭუნამ ფორმაზე ცისარტყელა, ტალღები და კლუბის სიმბოლო დელფინი გამოსახა და მისი ნამუშევარი მაისურზე, ფაქტობრივად, უცვლელად იქნა გადატანილი.

ცნობისთვის, პესკარას სერია B-ს 28 ტურის თავზე 35 ქულა აქვს და მე-14 ადგილზე იმყოფება.

კომენტარები

ბოლო ამბები