- The Rugby Paper : ექვსი ერი ნოემბრის ტესტების ნაცვლად
- 🛑 LIVE | სპორტი და კორონავირუსი - ყველა ახალი ამბავი ერთად
The Rugby Paper-ის ინფორმაციით, 2020 წელს ექვსი ერის პირველობა კიდევ ერთხელ გაიმართება - ოქტომბერ-ნოემბერში. საქმე ისაა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, შესაძლოა სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნების "ტური" ჩრდილოეთში - ანუ ნოემბრის ტესტები - გაუქმდეს.
ამის სანაცვლოდ, ევროპის მოწინავე სარაგბო ქვეყნები კიდევ ერთ ტურნირს გამართავენ. ბრიტანული გამოცემა წერს, რომ სექტემბერში მიმდინარე ექვსი ერის პირველობის დარჩენილი თამაშები გაიმართება, შემდეგ კი ახალი ტურნირი დაიწყება.
თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ საქართველოს ნაკრები კიდევ ერთი ტოპ ტესტს დაკარგავს - მოგეხსენებათ, სამხრეთ აფრიკასთან ივნისის ტესტი სულ გაუქმდა, ნოემბერში კი "ბორჯღალოსნები" სენტ ეტიენში საფრანგეთის ნაკრებს უნდა ესტუმრონ.
კომენტარები