Thumbnail
  • ესპანურმა კლუბმა ევროლიგის საუკეთესო ბლოკ-შოტები შეარჩია
  • თორნიკე შენგელიას დაფარებამ გუნდს ბერლინის ალბასთან მოაგებინა

ესპანურმა ბასკონიამ ევროლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბლოკ-შოტები შეარჩია და ისე როგორ იქნებოდა, ამ ამბავს გუნდის ქართველი კაპიტნის – თორნიკე შენგელიას გარეშე ჩაევლო.

ვიდეორგოლში, სახელწოდებით Block Party თოკის მონაწილეობით 3 ეპიზოდი შევიდა, რომელთაგან ერთ-ერთს პირველი პოზიცია ერგო. აღნიშნულში გასაკვირი არაფერია, რადგანაც ბერლინის ალბასთან მატჩში, ქართველი ფორვარდის დაფარებამ თამაშის ბედი გადაწყვიტა.

ბასკონია გერმანულ კლუბს 1 ქულის სხვაობით (73:72) ამარცხებდა, ალბამ ბოლო შეტევა წამოიწყო და ამერიკელი ლეგიონერი ლუკ სიკმა ბურთის კალათში გადაგზავნას ცდილობდა, როდესაც თორნიკეს ბლოკ-შოტის ქვეშ მოჰყვა.

საინტერესოა, რომ ეს მატჩი 28-ე ტურის ეგიდით შედგა, მას შემდეგ კი, სხვა სპორტული ღონისძიებების მსგავსად, ევროლიგის გათამაშებაც შეწყდა.

ერთი დეტალიც. დაფარებების მხრივ, ბასკონია ტურნირზე ერთ-ერთი მოწინავეა. ესპანური კლუბის კალათბურთელების აქტივში 91 ბლოკ-შოტი გახლავთ, რაც საშუალოდ 3.25-ია და ეს, მხოლოდ რეალის (4.04) მაჩვენებელს ჩამორჩება. უშუალოდ შენგელიას საშუალოდ 0.46 დაფარება აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები