Thumbnail

როგორი იქნება ფეხბურთი კრიზისის შემდეგ - მაგალითად, მბაპე €40 მილიონი ეღირება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

უკვე საუბრობენ იმაზე, როგორ შეიცვლება საფეხბურთო სამყარო კორონავირუსის პანდემიის გადავლის შემდეგ. ფრანგმა პოლიტიკოსმა დანიელ კონ-ბენდიტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ამჟამინდელი კრიზისი მნიშვნელოვნად იმოქმედებს ფეხბურთელების სატრანსფერო ფასებსა და მათ შემოსავლებზეც. 

📋 მეტი ამ თემაზე:

კონ-ბენდიტის აზრით, მაგალითად, პარი სენ-ჟერმენისა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი კილიან მბაპეს ფასი, რომელიც დღეს მსოფლიოს ყვველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელად მიიჩნევა, 200 მილიონი ევროს ნაცვლად, 35-40 მილიონ ევრომდე დაიკლებს.

"კორონავირუსის კრიზისის შემდეგ მბაპე, 200 მილიონი ევროს ნაცვლად, 35-40 მილიონი ევრო ეღირება. ეს კრიზისი პროფესიონალური სპორტიდან ირაციონალურობას განდევნის. თითქოს ბირთვული შეტევა განხორციელდა და ყველაფერი აღსადგენია, მაგრამ განსხვავებულ ბაზაზე.

ეს ყველაფერი არამხოლოდ მოთამაშეთა ფასებზე იმოქმედებს, მათ ხელფასებს, საიმიჯო უფლებებსა და სარეკლამო კონტრაქტებზეც აისახება, რომლებიც დიდი ალბათობით, ასევე შემცირდება. არ მგონია, რომ ფეხბურთელები უფრო ცუდად ითამაშებენ იმის გამო, რომ ნაკლებს გადაუხდიან. 

წარმოიდგინეთ, როგორი ფინანსური კატასტროფა იქნებოდა, პარი სენ-ჟერმენი ამ კრიზის წინ კილიანი რეალისთვის ასტრონომიულ ფასად მიყიდვას რომ დათანხმებოდა", - ამბობს პოლიტიკოსი.

Transfermarkt უძვირფასეს ქართველ ფეხბურთელს გიორგი ჩაკვეტაძეს 6,7 მილიონ ევროდ აფასებს

შეგახსენებთ, რომ ცნობილმა პორტალმა Transfermarkt-მა აპრილში ფეხბურთელების პირობითი ფასები ერთბაშად, 10-20 პროცენტით შეამცირა. ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიას და ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება, რომელიც მსოფლიოსა და ევროპაში კარანტინის შედეგ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ პორტალზე ფეხბურთელთა ჯამური ფასი დაახლოებით 9 მილიარდი ევროთი შემცირდა.

კომენტარები

ბოლო ამბები