Thumbnail

მატერაცი ლიგის ფინალზე: ჟოზე უკმაყოფილო იყო, რადგან ზედმეტად კარგად ვთამაშობდით

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მარკო მატერაცი ხშირად ხვდება ჟურნალისტთა ყურადღების სფეროში
  • ინტერის ყოფილმა მცველმა ამჯერად ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა

მსოფლიო პანდემიის დროს, მარკო მატერაცი ხშირად ხვდება ჟურნალისტთა ყურადღების სფეროში. ინტერის და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა საინტერესო კომენტარი გააკეთა, რომელმაც მთელი იტალიური მედია მოიარა…

"ყველაზე უცნაური, რაც საფეხბურთო კარიერაში გადამხდენია, 2010 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს უკავშირდება. პირველი ტაიმი ბაიერნს 1:0 მოვუგეთ და შესვენებაზე, გასახდელში კმაყოფილები შევედით. ჟოზე მოურინიოს სიტყვა არასდროს დამავიწყდება. გვითხრა, რომ ზედმეტად კარგად ვთამაშობდით და ასე შეიძლებოდა კონცენტრაცია დაგვეკარგა. მწვრთნელი უკმაყოფილო ჩანდა. გვირჩია, რომ უფრო ცუდად გვეთამაშა ფეხბურთი, მაგრამ მეტი გვებრძოლა, რადგან ასე უფრო რეალური იყო საქმის ბოლომდე წარმატებით მიყვანა. შედეგად, მატჩი 2:0 მოვიგეთ. ჟოზე ნამდვილი ფენომენია”. - განაცხადა მარკო მატერაციმ.

კომენტარები

ბოლო ამბები