Thumbnail

‘აცრას არ გავიკეთებ’ – ჯოკოვიჩი ვაქცინაციის წინააღმდეგია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი კორონავირუსის პანდემიას გამოეხმაურა და ბევრისთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა. როგორც ირკვევა, სერბ ჩოგბურთელს მკურნალობის მიღებულ მეთოდებთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებები აქვს და ის საყოველთაო წესებს არ ემთხვევა.

“პირადად, ვაქცინაციის წინააღმდეგი ვარ და არც აცრას ვემხრობი, რათა მოგზაურობის შესაძლებლობება მომეცეს. თუმცა, თუკი ვაქცინაცია სავალდებულო გახადეს, მაშინ რა უნდა ვქნა? რაღაც გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. ამ საკითხზე პრინციპული შეხედულება გამაჩნია და არ ვიცი, ის რაღაც დროის შემდეგ შეიცვლება თუ – არა”.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის ჯოკოვიჩს 17 სლემ-ტურნირი აქვს მოგებული, მათ შორის 8-ჯერ – ავსტრალიის ღია პირველობა, 5-ჯერ უიმბლდონი, 3-ჯერ – აშშ-ის ღია პირველობა და ერთხელ – საფრანგეთის ღია პირველობა.

კომენტარები

ბოლო ამბები