Thumbnail
  • ბეშიქთაში 1:3 ბაიერნი.
  • რეკორდმაისტერმა ორი მატჩის ჯამში 8:1 იმარჯვა.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ბეშიქთაში ბაიერნთან ისევ დამარცხდა. პირველი მატჩი მიუნხენელებს 5:0 ჰქონდათ მოგებული - თურქეთში გასამართი მატჩი კი ფორმალობად იყო ქცეული.

ვოდაფონ არენას მოულოდნელი სტუმარი

ბაიერნი მე-18 წუთზე ტიაგო ალკანტარას გოლით დაწინაურდა. ტომას მიულერმა საჯარიმოში ჩააწოდა, ალკანტარამ ყველას დაასწრო და ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისში ბაიერნმა მეორე გოლი გაიტანა - რაფინიამ საჯარიმოში ჩააწოდა, ბურთი გოხან გონულმა საკუთარ კარში ჩაჭრა. თურქებმა ანგარიშში სხვაობა 59-ე წუთზე შეამცირეს, თავი ვაგნერ ლავმა გამოიჩინა. ცვლილებაზე შემოსულმა სანდრო ვაგნერმა ბეშიქთაშს 84-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გაუტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ბაიერნმა ბეშიქთაში ორი მატჩის ჯამში 8:1 დაამარცხა. გერმანული კლუბი მეოთხედფინალშია და პარასკევს გასამართ კენჭისყრას დაელოდება.

საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა

►ბაიერნმა ზედიზედ მეშვიდედ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა.

►ალკანტარას გოლი ბაიერნისთვის მეასე იყო მიმდინარე სეზონში.

►ჰაინკესმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ თერთმეტი მატჩი მოიგო.

►ვაგნერ ლავმა 2011 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გაიტანა. ბოლოს მან ინტერის კარში მოახერხა გოლის გატანა.

►სანდრო ვაგნერმა ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები