Thumbnail

ყაზახური ორდაბასის მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ცხადაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ყაზახეთიდან საქართველოში დაბრუნება ვერ შეძლო. 51 წლის სპეციალისტი, რომელიც 2017-18 წლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, იმედს გამოთქვამს, რომ სეზონი მალე განახლდება.

📋 მეტი ამ თემაზე:

"სამშობლოში გაფრენა ვერ შევძელი და ყაზახეთში დავრჩი. კარანტინი აქაც მკაცრია. ვცდილობ, სახლში დავრჩე. საღამოობით აქ სახლიდან გარეთ გასვლა საერთოდ არ შეიძლება. 

ჩემი გუნდის ფეხბურთელები საშინაო პირობებში ვარჯიშობენ. დავალებებს ყოველდღიურად ვაძლევთ და მეცადინეობას ონლაინ ვატარებთ. იმედი მაქვს, თვის ბოლოს ვითარების ნორმალიზაცია მოხდება და ვარჯიშს დავუბრუნდებით, მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში კი სეზონს განვაახლებთ. ყველაფერს უეფა გადაწყვეტს", - უთხრა ცხადაძემ Azerisport-ს, სადაც ბაქოს ინტერში მუშაობის პერიოდიდან კარგად იცნობენ.

ცხადაძე ფეხბურთელებთან ჯერ მხოლოდ დისტანციურად ურთიერთობს

კახა ცხადაძე შიმკენტის ორდაბასის 2018 წლიდან წვრთნის. მიმდინარე სეზონში ქართველი სპეციალისტის გუნდმა ჩემპიონატში სამი მატჩის ჩატარება მოასწრო - მოუგო ოკჟეტპესს (1:0), ფრედ ითამაშა ასტანასთან (1:1) და წააგო თარაზთან (2:3).

კორონავირუსის პანდემიის გამო, ყაზახეთში 1-ელ მაისამდე საგანგებო მდგომაროებაა გამოცხადებული და ამ დრომდე ქვეყანაში ყველა სპორტული ღონისძიება შეჩერებულია.

კომენტარები

ბოლო ამბები