Thumbnail

სამირ ნასრი საამიროებში დაიკარგა - ანდერლეხტი ფეხბურთელს ვერ პოულობს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ანდერლეხტის ნახევარმცველი პანდემიის დროს საამიროებში გაემგზავრა
  • 32 წლის ფრანგი ფეხბურთელი ბელგიურ კლუბთან კავშირზე არ გამოდის
  • ანდერლეხტში ნასრისთან ხელშეკრულების ვადამდე გაწყვეტას აპირებენ

ბელგიური საფეხბურთო კლუბი ანდერლეხტი ფრანგ ნახევარმცველთან სამირ ნასრისთან კონტრაქტის გაწყვეტას მას შემდეგ აპირებს, რაც საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კლუბთან კავშირზე აღარ გამოდის. 

მედიის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე, ანდერლეხტმა თავის ფეხბურთელებს მოსთხოვა ინფორმაციის მუდმივად მიწოდება ადგილსამყოფელის და გადაადგილების შესახებ, ასევე - ჩატარებული ვარჯიშების შესახებ ანგარიშის გაგზავნა. ამ წესებს კლუბის უკლებლივ ყველა ფეხბურთელი იცავს, სამირ ნასრის გარდა. 

იუწყებიან, რომ 32 წლის ფრანგი ფეხბურთელი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა და მას შემდეგ კავშირზე აღარ გამოდის. ამასთან, სამირმა შეწყვიტა ინსაგრამზე აქტიურობაც, სადაც მისი ბოლო პოსტი 1-ელი აპრილით თარიღდება.

სამირს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 41 მატჩი აქვს ჩატარებული

სამირ ნასრი ანდერლეხტში 2019 წლის ზაფხულში გადავიდა, რომლის მაისურით ჟუპილერ ლიგაში ჩატარებულ 7 შეხვედრაში ერთი გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის მარსელში, არსენალში, მანჩესტერ სიტიში, ვესტ ჰემში, სევილიასა და ანთალიასფორში გამოდიოდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები