Thumbnail

ერთადერთი მოქმედი ფეხბურთელით - L’Equipe-მა ყველა დროის XI შეადგინა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნაკრებში ფრანგების ლეგენდარული გუნდიდან ერთბაშად 9 მოთამაშეა
  • გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა ზინედინ ზიდანმა მიიღო, მას 94% ერგო

ფრანგული L’Equipe-ის მკითხველებმა საფრანგეთის ყველა დროის საუკეთესო საფეხბურთო ნაკრები შეადგინეს. ქომაგებს თითოეულ პოზიციაზე რჩეული 4 შესაძლო ვარიანტიდან უნდა აერჩიათ.

ნაკრებში ერთბაშად 9 ფეხბურთელი მოხვდა იმ შემადგენლობიდან, რომელმაც 1998 წელს – მსოფლიოს ჩემპიონატი, ხოლო 2000 წელს ევროპის პირველობა მოიგო.

გუნდში ერთადერთი მოქმედი ფეხბურთელი პსჟ-ს ფორვარდი კილიან მბაპეა (50%), თუმცა, მას “ოქროს ბურთის” მფლობელ რაიმონ კოპასთან (40%) დიდი ბრძოლა გადახდა.

გამოკითხვის დროს ყველაზე მეტი ხმა (94%) ზიდანმა მიიღო, რომელმაც თავის პოზიციაზე ფრანკ რიბერი (3%), რობერ პირესი (2%) და როჟერ პიანტონი (1%) საგრძნობლად ჩამოიტოვა.

მკითხველებმა სიმბოლური ნაკრების მთავარ მწვრთნელად დიდიე დეშამი (49%) შეარჩიეს, რომელმაც ემე ჟაკეს (32%), მიშელ იდალგოსა (18)  და ალბერ ბატიოს (1%) აჯობა.

L’Equipe-ის სიმბოლური ნაკრები

ფაბიენ ბარტეზი, ბიქსან ლიზარაზუ, მარსელ დესაი, ლორან ბლანი, ლილიან ტურამი, პატრიკ ვიეირა, დიდიე დეშამი, მიშელ პლატინი, ზინედინ ზიდანი, ტიერი ანრი, კილიან მბაპე.

კომენტარები

ბოლო ამბები