Thumbnail
  • დუეინ უეიდმა NBA-ს ისტორიაში 5 გამორჩეული მოთამაშე ჩამოთვალა
  • ლიგის 3-გზის ჩემპიონს ორ მათგანთან ერთად უთამაშია კიდეც

მაიამი ჰითის რიგებში NBA-ს 3-გზის ჩემპიონმა დუეინ უეიდმა ლიგის ისტორიაში 5 საუკეთესო კალათბურთელი დაასახელა, რომელშიც მისი 2 ყოფილი თანაგუნდელიც მოხვდა. ვეიდის ვერსია Clutch Points-მა გაავრცელა.

“ჩემი საყვარელი კალათბურთელი მაიკლ ჯორდანია და მისით დავიწყებ. ხუთეულში აუცილებელია ლებრონ ჯეიმსიც ყოფნაც. დავასახელებ კობი ბრაიანტსა და ალენ აივერსონსაც. მეხუთეც გვჭირდება ხომ? იყოს შაკილ ო’ნილი”.

შეგახსენებთ, რომ ჯეიმსთანა და ო’ნილთან ერთად, უეიდს მაიამიში უთამაშია. დუეინს შაკის მხარდამხარ ჩემპიონობა 2006 წელს აქვს მოპოვებული, ლებრონთან ერთად კი, 2012 და 2013 წლებში გაჩემპიონდა.

უეიდმა საკალათბურთო კარიერა 2018-19 წლების სეზონის შემდეგ დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები