Thumbnail

აგვისტო ჩემპიონთა ლიგის თვე იქნება? უეფაში ახალ თარიღებზე დაფიქრდნენ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის დარჩენილი მატჩების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ჯერ ადრეა, მაგრამ უეფაში ამ დროისთვის ყველაზე რეალურ თარიღზე მსჯელობენ. 

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, უეფა ევროპალიგის განახლების ყველაზე რეალურ თარიღად ახლა 2-3 აგვისტოს განიხილავს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის შემთხვევაში კი - 7-8 აგვისტოს. გარდა ამისა, ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, რომ მატჩები 3-4 დღეში ერთხელ უნდა ჩატარდეს.

შედარებით ადრე იწერებოდა, რომ უეფა ჩემპიონთა ლიგის ფინალს 29 აგვისტოს გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი წესით 30 მაისს, სტამბოლის ‘ათათურქზე’ უნდა გამართულიყო. ინგლისური ტელეგრაფის ცნობით, ევროპალიგის ფინალი გდანსკში 26 აგვისტოს იგეგმება. 23 აპრილს უეფას ონლაინ-კონფერენცია აქვს დაგეგმილი, რომელზეც ამ თარიღებზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

კომენტარები

ბოლო ამბები