Thumbnail

მსოფლიო რაგბის არჩევნების ბედს მეორე ეშელონის ქვეყნები გადაწყვეტენ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 26 აპრილს მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნებია
  • ჩრდილოეთი V სამხრეთი

RugbyPass-ის ინფორმაციით, მსოფლიო რაგბის თავმჯდომარის ვინაობას მეორე ეშელონის სარაგბო ქვეყნები გადაწყვეტენ. შეგახსენებთ, რომ არჩევნები 26 აპრილსაა, მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის ახლანდელი ბოსი, ინგლისელი ბილ ბიმონტი და ვიცე-პრეზიდენტი, არგენტინელი აგუსტინ პიშო იბრძვიან. სხვათა შორის, არჩევნები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაიმართება.

მორიგი სარაგბო დაპირისპირება გველის - ჩრდილოეთი სამხრეთის წინააღმდეგ. 

სანზაარის კოლექტივი - ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია და არგენტინა პიშოს კანდიდატურას უჭერენ მხარს. 

ექვსი ერის ქვეყნები - ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, შოტლანდია, უელსია და იტალია ბილ ბომონტს უჭერენ მხარს.

Herald-მა საინტერესო სტატია (fact checking Bill’s pledges) მიუძღვნა ბილ ბიმონტის მოღვაწეობას, რომელიც მსოფლიო რაგბის 2016 წლიდან განაგებს. ჩამოთვლილია ხუთი პუნქტი, რომელთაგანაც არც ერთი შესრულდა - მათ შორის, ის ფაქტიც, რომ საქართველო კვლავ თამაშგარეში რჩება, მას ექვს ერში არ იღებენ, რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის კი გადაზრდილია. 

Herald-ის ინფორმაციით, 50 ხმიდან 11 გადაუწყვეტელია (აქ არ შედის ბიმონტის ხმა).

აქ შედიან - ჩრდილო ამერიკა, აშშ, ფიჯი, სამოა, ოკეანეთი, იაპონია, რუმინეთი და საქართველო. ამ ხმებზე დიდად იქნება დამოკიდებული არჩევნების ბედი. მედიაში მიაჩნიატ, რომ ბიმონტი გამარჯვებაში დარწმუნებულია.  

კომენტარები

ბოლო ამბები