Thumbnail
  • ქარიმ ბენზემა მადრიდში ბედნიერია და კლუბის შეცვლაზე არ ფიქრობს
  • ფრანგმა ფეხბურთელმა კარიერის ლიონში დასრულება არ გამორიცხა

ქარიმ ბენზემა მადრიდის რეალს 2009 წელს ფრანგული ლიონიდან შეუერთდა და ესპანური კლუბის ძირითადის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. 32 წლის ფეხბურთელის მიმართ "სამეფო კლუბის" გულშემატკივრების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ფრანგი ზოგს მოსწონს, ზოგი კი აკრიტიკებს და გუნდიდან მის წასვლას ელოდება.

ცენტრფორვარდს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და დიდი ალბათობით, იქამდე კლუბს არ გამოიცვლის. ქარიმი ნელ-ნელა ასაკში შედის და შორს არ არის ის დრო, როდესაც მას კარიერის დასრულება მოუწევს.

ბენზემამ ლიონში დაბრუნება და საფეხბურთო კარიერის იქ დასრულება არ გამორიცხა, თუმცა ეს შედარებით შორეული გეგმაა და ჯერჯერობით ქარიმი მადრიდის რეალის დატოვებას არ აპირებს.

"ვფიქრობ ხალხმა იცის ჩემი დამოკიდებულება ლიონის მიმართ. დავბრუნდები თუ არა? ახლა არა, რადგან ამ წუთას მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვარ და კარიერის გაგრძელება აქ მსურს. კარიერის ლიონში დასულება? რატომაც არა - ლიონი ჩემი კლუბია და ჩემს გულშია", - განაცხადა ბენზემამ.

ქარიმ ბენზემამ ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონში 26 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 14 გატანილი გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 

კომენტარები

ბოლო ამბები