Thumbnail

წლის საუკეთესო ფოტო - მასზე ლეონარდის დაუვიწყარი სროლაა აღბეჭდილი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ტორონტოს ლიდერმა ფილადელფიასთან გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო
  • მოგვიანებით, რეპტორსმა კიდევ ორ მეტოქეს აჯობა და NBA-ს ჩემპიონობა იზეიმა

World Press Photo-მ მიმდინარე წლის საუკეთესო სპორტული ფოტო გამოაქვეყნა, რომლის ავტორიც მარკ ბლინჩი გახლავთ.

საუკეთესოდ NBA-ში ტორონტოსა და ფილადელფიას სერიის მე-7 მატჩში გადაღებული ფოტო აღიარეს, სადაც კავაი ლეონარდის გადამწყვეტი სროლაა აღბეჭდილი.

შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალის გადამწყვეტ მატჩში კავაიმ ურთულესი ორქულიანი საფინალო სირენასთან ერთად ჩააგდო და ტორონტოს 92:90 მოაგებინა.

საინტერესოა, რომ ლეონარდის სროლის შემდეგ, ბურთი რკალზე რამდენჯერმე დაეცა და კალათში მხოლოდ ამის შემდეგ ჩავარდა.

წარმოდგენილ ფოტოზე სწორედ გადამწყვეტი წამია ასახული, ამდენად, კალათბურთელებისა და ქომაგების ემოციებიც კარგად სჩანს.

შეგახსენებთ, რომ მოგვიანებით რეპტორსმა მილუოკისა და გოლდენ სტეიტსაც აჯობა და ლიგის ჩემპიონობა მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები