Thumbnail

ფათიჰ თერიმი: ყველაფერი შეიცვლება! ეკონომიკაც, სპორტიც და ურთიერთობებიც

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ლეგენდარული თურქი საფეხბურთო სპეციალისტი ფათიჰ თერიმი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. 66 წლის მწვრთნელს იტალიურმა სპორტულმა გაზეთმა, ‘გაძეტა დელო სპორტმა’ ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც თერიმმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, პანდემია მთელ მსოფლიოს მნიშვნელოვნად შეცვლის.

“ბევრი აღარაფერი იქნება ისე, როგორც აქამდე იყო. სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები - ყველაფერი შეიცვლება! ცხადია, ძალიან შეიცვლება სპორტიც,” - განაცხადა ფათიჰ თერიმმა.

'კორონავირუსი და შესაბამისი კრიზისი მსოფლიოსთვის დიდი გამოცდაა!' - ფათიჰ თერიმი

გალათასარაის მთავარმა მწვრთნელმა უმძიმესი დღეები გადაიტანა და ინტერვიუში ამაზეც ისაუბრა: “სიტყვა შიში საკმარისად კარგად ვერ გადმოსცემს იმას, რაც მე ამ დღეებში გადავიტანე. გამიმართლა, რომ ცოცხალი ვარ. ჩემი აზრით, კორონავირუსი და შესაბამისი კრიზისი მსოფლიოსთვის დიდი გამოცდაა. ვირუსი ცდის ყველას - ზოგს მოთმინებაში, სხვებს სიჭკვიანეში, გაგების უნარსა და გულისხმიერებაში.”

ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსის 74 193 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 1 643 და გამოჯანმრთელდა 7 089 ადამიანი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ახალი კორონავირუსისთ ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 200 000-ს მიაღწია. გარდაცვლილია გარდაცვლილია თითქმის 150 000 და გამოჯანმრთელდა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები