Thumbnail

'სწავლის საწყის ეტაპზე ვარ, რთული საქმე ყოფილა' - გვილიას ერთი დღე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'პერიოდულად სტადიონზე მივდივარ, მარცხენა ფეხით თამაში უნდა გამოვასწორო'
  • სფფ-ს რუბრიკის მე-3 გმირი პოლონური ლეგიას წევრი ვაკო გვილია გახდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სოციალურ ქსელში აგრძელებს რუბრიკას #ერთიდღე.

სპეციალურ ვიდეოებში ქართველი ფეხბურთელები მოგვთხრობენ კარანტინის დროს რით არიან დაკავებულნი.

პირველი ეპიზოდის გმირი გურამ კაშია იყო, შემდეგ ოთარ კიტეიშვილი ვიხილეთ, ამჯერად კი, პოლონური ლეგიას წევრ ვაკო გვილიას ჯერი დადგა.

“როგორც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, ასევე პოლონეთშიც კარანტინია გამოცხადებულია, მე კი, შევეცდები, გიჩვენოთ, როგორია ჩემი ერთი დღე ვარშავაში. ჩვეულ რეჟიმში ყოფნისას მთელი გუნდი სტადიონზე ვსაუზმობთ, რისი საშუალებაც ახლა არ გვაქვს, ასე რომ, საუზმეს თავად ვამზადებ.

საუზმის შემდეგ ყოველთვის ვცდილობ წავიკითხო. ახლა, ვკითხულობ გრეგორი დევიდ რობერტსის ავტობიოგრაფიულ რომანს “შანტარამი”.

ყოველდღე ვვარჯიშობ გუნდის მიერ მოცემული გეგმის მიხედვით. პირველი ნაწილი სახლის პირობებში ვარჯიშია, შემდეგ კი სირბილზე გადავდივარ. პერიოდულად ვცდილობ ხოლმე სტადიონზე მივიდე და ბურთთან ერთად ვივარჯიშო. მინდა, მარცხენა ფეხით თამაში გამოვასწორო.

ვარჯიშის შემდეგ შინ მივდივარ და იქ ვრჩები. თქვენც დარჩით სახლში, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ახლობლებს. ფიფას დროც მოვიდა, კაკაბას ვურეკავ და ონლაინ ვეთამაშები.

როდესაც გავიგე, რომ კარანტინი იქნებოდა, გიტარა ვიყიდე და ჯერჯერობით, სწავლის საწყის ეტაპზე ვარ. რთული საქმე ყოფილა, თუმცა, ყოველთვის უნდა შეეცადო, რომ დაბრკოლებები გადალახო. სხვაგვარად, წარმატებას ვერ მიაღწევ.

ახლა, ისე, როგორც არასდროს, მთელს მსოფლიოს გაერთიანება გვჭირდება, რათა, ეს ვირუსი დავამარცხოთ. გაითვალისწინეთ ყველა რჩევა, მაქსიმალურად დაიცავით ჰიგიენა და ყველაფერი კარგად იქნება".

კომენტარები

ბოლო ამბები