Thumbnail

‘ხალხი იფიქრებს, რომ საშინელი ტიპი ვარ’ - ჯორდანი პრემიერის წინ ნერვიულობს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

მაიკლ ჯორდანსა და ლეგენდარულ ჩიკაგო ბულსზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი დაგეგმილზე ადრე გამოდის და მას Netflix 20 აპრილს აჩვენებს! ფილმი “The Last Dance” (ბოლო ცეკვა) 10 ეპიზოდისგან შედგება და ის NBA-ს 1997/98 წლების სეზონზე მოგვითხრობს, რომელიც ჩიკაგო ბულსისთვის დიდი ტრიუმფით დასრულდა. აშშ-ში ფილმს ESPN-ზე გავა. თუმცა თვითონ ჯორდანი შიშობს, რომ ამ ფილმის ნახვის შემდეგ ბევრი ადამიანი მის შესახებ აზრს შეიცვლის.

კალათბურთის მოყვარულთა და ექსპერტთა უმრავლესობისთვის ჯორდანი საუკეთესო კალათბურთელია, მისი ჩიკაგო კი - NBA-ს ისტორიაში საუკეთესო გუნდი.

წაიკითხეჯორდანის ჩიკაგო - გუნდი, რომელმაც განსაზღვრა თაობა

რეჟისორმა ჯეისონ ჰეჰირმა The Atletic-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ჯორდანი შიშობს, მისი გარკვეული სცენები ბევრს არ მოეწონება. “როცა ადამიანები ამ მომენტებს ნახავენ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი გაიგებენ და მიხვდებიან, რატომ ვამბობ იმას, რასაც ვამბობ და რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ. ასეთი მომენტი კი ფილმში ბევრია,” - უთქვამს ჯორდანს.

მაიკლ ჯორდანი უკომპრომისო, ემოციურ მოტივატორად მიიჩნეოდა, რომელიც საკუთარი თავისგანაც და თანაგუნდელებისგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვდა. “ხალხი იფიქრებს, რომ საშინელი ტიპი ვარ,” - შიშობს კალათბურთის ლეგენდა.

რეჟისორის თქმით, მაიკლი ფილმშიც არაერთხელ განმარტავს, რატომ იქცევა მომენტებში ისე, როგოვრც იქცევა. მაგალითად, ჯორდანი ამბობს: “გამარჯვებისთვის ბრძოლაში ლიდერი თავის ფასს იხდის. მე მათი მოტივატორი უნდა ვყოფილიყავი. ერთ მშვენიერ დღეს ასეთი სტატუსი დავიმსახურე. ჩვენ გუნდში გარკვეული სტანდარტი გვქონდა. ეს ჩემს მიერ დამკვიდრებული სტანდარტი იყო. და ამაზე ნაკლებით კმაყოფილი არასდროს ვიყავი.”

📺 ვიდეო: The Last Dance (Trailer)

კომენტარები

ბოლო ამბები