Thumbnail
  • სტივენ ჯერარდმა სიმბოლური გუნდი შეადგინა და კრიშტიანო რონალდო არ შეიყვანა
  • მას კონკრეტული გუნდიდან მხოლოდ ერთი ფეხბურთელის არჩევა შეეძლო 

ინგლისის ნაკრებისა და ლივერპულის ყოფილმა ნახევარმცველმა, სტივენ ჯერარდმა სიმბოლური გუნდი შეადგინა, სადაც კრიშტიანო რონალდო ვერ მოხვდა. ინგლისელს 2 პირობა უნდა შეესრულებინა - მას გუნდიდან მხოლოდ ერთი ფეხბურთელი უნდა აერჩია და ასევე ყველა ფეხბურთელი სხვადასხვა ეროვნების უნდა ყოფილიყო.

რეინჯერსის მთავარმა მწვრთნელმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია. რონალდოს სიმბოლურ გუნდში ვერმოხვედრამ უამრავი ქომაგი გააღიზიანა. მათ ჯერარდის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს. სტივენმა მანჩესტერ იუნაიტედიდან მის გუნდში როი კინი შეიყვანა.

სტივენ ჯერარდის სიმბოლური გუნდი (4-2-3-1): იან ობლაკი - კაფუ, ვენსან კომპანი, კალიდუ კულიბალი, ენდი რობერტსონი - ტონი კროოსი, როი კინი - ლიონელ მესი, ალესანდრო დელ პიერო, კილიან მბაპე - დიდიე დროგბა.

კომენტარები

ბოლო ამბები