Thumbnail
  • ჰამბურგის ტურნირი ივლისში უნდა გაიმართოს
  • რატომ ითხოვენ ორგანიზატორები მის გადადებას

ATP-ის ტურის 500-იანი სერიის ტურნირის, ჰამბურგის ღია პირველობის ორგანიზატორები შეჯიბრების გადადებას ცდილობენ. საქმე ისაა, რომ ეს ტურნირი არ მოხვდა, ATP-ის მიერ კორონავირუსის პანდემიის გამო, უკვე გაუქმებლთა სიაში - ის 13 ივლისს უნდა დაიწყოს, მაგრამ, სამაგიეროდ, გერმანიის მთავრობის აკრძალვის გამო, მისი გამართვა უმაყურებლოდ მოუწევთ.

გერმანიის მთავრობამ აგვისტოს ბოლომდე ყველა სპორტული ღონისძიების უმაყურებლოდ გამართვა ბრძანა. ამიტომაც მიხაელ შტიხი (ტურნირის მთავარი ორგანიზატორია) და კომპანია ჰამბურგის ტურნირის სექტემბრისთვის გადადებას ითხოვენ. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი წელიწადია, რაც ჰამბურგის ტურნირს ნიკოლოზ ბასილაშვილი იგებს. 2018 წელს, როცა ტურნირს გერმანიის ღია პირველობის სტატუსიც ჰქონდა, ნიკამ ფინალში არგენტინელი ლეონარდო მაიერი დაამარცხა- 6:4, 0:6, 7:5. შარშან კი ტიტული რუს ანდრეი რუბლიოვთან ფინალში დაიცვა - 7:5, 4:6, 6:3. 

კომენტარები

ბოლო ამბები