Thumbnail

ახალი ვერსია: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 29 აგვისტოს შედგება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • უეფა გამოსავალს ეძებს და ახალ კალენდარზე ფიქრობს
  • ტელეგრაფის პროგნოზით, ჩემპიონთა ლიგის ფინალი 29 აგვისტოს გაიმართება

უეფა გამოსავალს ეძებს და ახალ კალენდარზე ფიქრობს, რომლის მიხედვითაც შეწყვეტილი სეზონი უნდა განახლდეს და დასრულდეს. 21 აპრილს კიდევ ერთი ვიდეო-კონფერენციაა დაგეგმილი, სადაც შეეცდებიან კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღონ და ევროპის 55 ფედერაციასთან შეათანხმონ.

ინგლისური ტელეგრაფის ცნობით, უეფას კონკრეტული თარიღები აქვს მომზადებული, რომელსაც ფედერაციების წარმომადგენლებს წარუდგენს. ტელეგრაფის ინფორმაციით, უეფა ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარებას 29 აგვისტოს გეგმავს, ევროპალიგის ფინალი კი სამი დღით ადრე, 26 აგვისტოს უნდა გაიმართოს. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩები 28-29 ივლისს ჩაინიშნება, დანარჩენი მატჩები კი აგვისტოში გადავა. ვნახოთ, რამდენად გამართლდება ტელეგრაფის პროგნოზი.

კომენტარები

ბოლო ამბები