Thumbnail

რივალდო: ბარსამ ნეიმარი, ან ლაუტარო უნდა დაიმატოს, დემბელე კი გასაყიდია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბოლო დროს, რივალდო ხშირად საუბრობს ბარსელონას შესახებ
  • ლეგენდარულმა ბრაზილიელმა სატრანსფერო საკითხებზე გამოთქვა მოსაზრება

ბოლო დროს, რივალდო ხშირად საუბრობს ბარსელონას შესახებ. ლეგენდარულმა ბრაზილიელმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მოსაზრება და განაცხადა, რომ კატალონიურმა კლუბმა უსმან დემბელეს გაყიდვაზე უნდა იზრუნოს…

“უსმან დემბელე უკვე სამი წელია, რაც ბარსელონაში ირიცხება. დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ფაქტია, რომ ვერ შეძლო შესაძლებლობების რეალიზება. სამი წელი დიდი დროა და რადგან ვერ გაიხსნა ბოლომდე, ალბათ ამას ვეღარც შეძლებს. უმჯობესი იქნება თუ ამ ზაფხულს, ბარსელონა გაყიდის დემბელეს და მის ნაცვლად სხვა ფეხბურთელს მოიყვანს. ყველაზე კარგი ვარიანტი ნეიმარის, ან ლაუტარო მარტინესის დამატება იქნებოდა, მაგრამ მესმის, რომ ეს არ იქნება ადვილი”. - განაცხადა რივალდომ.

კომენტარები

ბოლო ამბები