Thumbnail

ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგის მიღმა - რა მოხდება, თუ ლა ლიგა ვერ გაგრძელდება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ფედერაციის პრიორიტეტი კვლავ სეზონის დასრულებაა
  • თუ ეს ვერ მოხვდა ევროთასების 6 მონაწილე ცნობილია

დღეს ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციამ (RFEF) სხდომა გამართა და დაადგინა, იმ კლუბების ვინაობა, რომლებითაც ესპანეთი 2020/21 წლების ევროთასებზე წარდგება, იმ შემთხვევაში თუ ლა ლიგის დასრულება ვერ მოხერხდება.

Marca-ს წყაროს ცნობით, სეზონის ჩამთავრება უმთავრეს პრიორიტეტად რჩება, მაგრამ თუ ეს მაინც ვერ მოხერხდება, ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონა, რეალი, სევილია და რეალ სოსიედადი ითამაშებენ, ხოლო ევროპალიგაზე - ატლეტიკო და ხეტაფე. ფედერაცია მიმდინარე სატურნირო ცხილით იხელმძღვანელებს.

მეშვიდე წარმომადგენელი კოპამ უნდა გაარკვიოს. ჯერ-ჯერობით, უცნობია, როგორ გაირკვევა ქვეყნის ჩემპიონის ვინაობა, იმ შემთხვევაში თუ ლა ლიგის დასრულება ვერ მოხერხდება.

ესპანეთში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 180 ათასს გადააჭარბა. 20 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა. დაინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთი აშშ-ს მერე მეორე ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები