Thumbnail

ევროპის ჩემპიონატი გადაიდო - ფარიკაობაში სეზონი დასრულდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • FIE-მ ევროპის ჩემპიონატის გარდა ყველა ტურნირი გააუქმა
  • ევროპის ჩემპიონატი მინსკში მოგვიანებით ჩატარდება

ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში, რომელიც ამ ზაფხულს მინსკში უნდა გამართულიყო, ახალი კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, გაურკვეველი ვადით არის გადატანილი. 

FIE-მ აპრილიდან ივნისის ჩათვლით ყველა საერთაშორისო ტურნირი გააუქმა ევროპის ჩემპიონატის გარდა, რომელიც მოგვიანებით გაიმართება. ასე რომ, 2019/20 წლების საერთაშორისო სეზონი ოფიციალურად დასრულებულია. 

"2020 წლის მარტისთვის არსებული შედეგები და ოლიმპიადის კვალიფიკაცია შენარჩუნებულია. რეიტინგები "გაყინულია" და გააქტიურდება მას შემდეგ, როდესაც შევძლებთ ჩავატაროთ ის გადატანილი შეჯიბრებები, რომლებიც ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირების სიაში იყო", - ვკითხულობთ FIE-ს პრეზიდენტ ალიშერ უსმანოვის წერილში.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზური მარტში გაინაღდა ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ. ის მსოფლიო რეიტინგში მე-7 პოზიციაზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები