Thumbnail

ორი ვიდეოკონფერენცია მომავალ კვირაში - უეფამ გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 21 აპრილს უეფას 55 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი 'შეიკრიბება'
  • 23 აპრილს უეფას აღმასკომის 'სხდომაა'

უეფამ გამოაცხადა, რომ 23 აპრილს უეფას აღმასკომი სხდომა ვიდეოკონფერენციის სახით გაიმართება. 

ორგანიზაციის თქმით, ვიდეოკონფერენცია კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, ევროპულ ფეხბურთში შექმნილ რეალობას შეეხება. მანამდე, 21 აპრილს კი უეფა 55 წევრი ქვეყნის გენერალურ მდივნებს მორიგი ვიდეოკონფერენციაზე ეპატიჟება. ამ კონფერენციაზე განიხილება საკითხები, ეროვნული ჩემპიონატებისა და ევროთასების განახლებასთან დაკავშირებით. 

დიდი ალბათობით, ამ ვიდეოკონფერენციებზე მიმდინარე სეზონის გადარჩენის გეგმები დაისახება, ასევე დადგინდება სავარაუდო თარიღები, როდის უნდა დასრულდეს სეზონი და როდიდან დაიწყება ახალი, 2020/21 წლების სეზონი. ჯერ უცნობია, იქნება თუ არა საუბარი სანაკრებო მატჩებზე, რომლებიც ისედაც შემოდგომისთვის არის გადადებული.

შეგახსენებთ, რომ Covid-19-ის პანდემიის გამო, ევროპული ფეხბურთი და მთლიანად კონტინენტიც, "დაპაუზებულია". 

კომენტარები

ბოლო ამბები