Thumbnail

მოითხოვა და მიიღებს - ახალი კონტრაქტი უკეთესი პირობებით

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ახალი კონტრაქტი 2024 წლამდე იქნება გათვლილი
  • ნიკოლო ძანიოლოს ორჯერ მეტი შემოსავალი ექნება

როგორც იტალიური სპორტული მედია იუწყება, რომა მზადაა 20 წლის ნახევარმცველ ნიკოლო ძანიოლოს ახალი კონტრაქტი გაუფორმოს, რომელიც 2024 წლამდე იქნება გათვლილი. აღსანიშნავია, რომ ძანიოლოს მოქმედი კონტრაქტიც 2024 წლამდეა გათვლილი, მაგრამ მხარეები პირობების გადახედვას აპირებენ.

ძანიოლომ რომასთან 2019 წლის ზაფხულში 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ძალითაც, წელიწადში 1.5 მილიონი ევრო უნდა აეღო. მას შემდეგ, ერთი წელი გავიდა, ნიკოლამ კი ძალიან მოუმატა და ევროპული გრანდების ყურადღება მიიპყრო. ამიტომ, ფეხბურთელმა პირობების გაუმჯობესება მოითხოვა, რაზეც კლუბი დათანხმდა. 

ახალი კონტრაქტის თანახმად, ძანიოლო წელიწადში 2.5 მილიონ ევროს აიღებს, ბონუსების სახით კი კიდევ 500 ათასი ევროს გამომუშავება შეეძლება. ნიკოლომ ზამთარში მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც ევროპის ჩემპიონატი უნდა გამოეტოვებინა, თუმცა ტურნირი ერთი წლით გადაიდო.

კომენტარები

ბოლო ამბები