Thumbnail

ასე აძინებს კიმი რაიკონენი შვილებს - ემოციური ვიდეო თვითიზოლაციიდან

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ალფა რომეოს ფორმულა 1-ის გუნდმა გამოაქვეყნა ემოციური ვიდეო, რომელშიც ალფას პილოტი კიმი რაიკონენი შვილებს ძილის წინ ზღაპარს უკითხავს. ფინელი პილოტის ფანების უმრავლესობამ მას ბავშვებზე მზურნველობა მოუწონა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც კიმის ხმის ტემბრი გააკრიტიკა. “6 წამი ვუსმენდი და უკვე ჩამეძინა,” - ასეთი იყო ერთ-ერთი ფანის კომენტარი.

კიმი რაიკონენი კორონავირუსის პანდემიის გამო, ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფება.

კიმის ფორმულა 1-ში დებიუტი 2001 წელს ჰქონდა - ზაუბერის საჭესთან და პირველსავე რბოლაში ქულები აიღო. ფინელი მაკლარენის მფლობელ რონ დენისს მოეწონა და თავის გუნდში გადაიყვანა. 2006 წელს რაიკონენმა ფერარისთან გააფორმა კონტრაქტი, ერთი სეზონის შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

2009 წლის დეკემბერში ფინელმა ფორმულა 1-იდან წასვლის და WRC-ში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. 3 წლის შემდეგ რაიკონენი დაბრუნდა და ლოტუსში ორი სეზონი გაატარა. 2014 წელს კიმი ისევ ფერარიში გადავიდა, სადაც წინა სეზონამდე ასპარეზობდა. სკუდერიაში ის შარლ ლეკლერით შეცვალეს, რის შემდეგაც ფინელი ალფა რომეოშია.

კომენტარები

ბოლო ამბები