Thumbnail

ტაისონის მწვრთნელი: როდესაც გალიიდან გამომიშვა, ტრუსები გამოსაცვლელი მქონდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მაიკს 3 ვეფხვი ჰყავდა, მათთან შემაგდო და კარი დამიკეტა'
  • ჯეფ ფენეკი მოკრივის მიერ ჩადენილ გიჟურ საქციელზე ჰყვება

მაიკ ტაისონის ყოფილმა მწვრთნელმა ძველი ამბები გაიხსენა, როდესაც აბსოლუტურ წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი დიდების ზენიტში იყო და გიჟურ ამბებს სჩადიოდა.

ჯეფ ფენეკმა იმ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც ციხიდან გამოსულმა “რკინის მაიკმა” 3 ბენგალური ვეფხვი შეიძინა და ვილაში მათთან ერთად ცხოვრობდა.

“როდესაც ტაისონთან სახლში პირველად მივედი, მას ვეფხვები უკვე ჰყავდა. მაიკმა გალიაში შემაგდო და კარი დამიკეტა. ცხოვრებაში ბევრი რამის ნამდვილად არ მეშინია, თუმცა, მაშინ, როდესაც გარეთ გამომიშვეს, ტრუსები გამოსაცვლელი მქონდა. ერთხელ ოჯახებთან ერთად ფინიქსში ვიყავით, საიდანაც ლას ვეგასში ტაისონის სახლში წავედით. იმ დროისთვის, მას დამატებით უკვე პუმაც ჰყავდა. როდესაც სახლის კარი გავაღეთ, დავინახეთ, რომ ის მაგიდიდან მაგიდაზე დახტოდა და ასე ერთობოდა”.

კომენტარები

ბოლო ამბები