Thumbnail
  • 2020/21 წლების სეზონის NCAA-ს TOP 60
  • ილინოისს TOP 20-მდე ცოტა დააკლდა

The Only Colors-მა 2020/21 წლის საკალათბურთო NCAA-ს წინასწარი რეიტინგი შემოგვთავაზა - I დივიზიონის TOP 60 კლუბი.

60 საუკეთესო კლუბში სამი ქართველის, გიორგი ბეჟანიშვილის, სანდრო მამუკელაშვილისა და საბა გიგიბერიას გუნდებიც მოხვდა. 

#22 ილინოისი 
ტრენტ ფრეიზერი - ადამ მილერი - აიო დოსუნმუ - გიორგი ბეჟანიშვილი - კოფი კოკბერნი

თუ დოსუნმა და კოკბერნი აუცილებლად დაბრუნდებინა, რაც საეჭვოა, ილინოისისთვის უფრო მაღალი რეიტინგის მიცემაც შეიძლებოდა. 

#42 სეტონ ჰოლი
ბრაის აიკენი - დიმინგუს სტივენსი - მაილს კეილი - ჯარედ როდენი - სანდრო მამუკელაშვილი

გუნდში აღარ არიან პაუელი და ჯილი. მამუკელაშვილი ცენტრის პოზიციებზე ბევრ წუთს მიიღებს.

#54 ჯორჯია ტექ
ხოსე ალვარადო - მაიკ დივო - ჯორდან აშერი - მოზეს უაითი - საბა გიგიბერია

ყველა ვეტერანი გუნდში ბრუნდება, მათ უნდა მოუმატონ, თუ არადა კვლავ ბევრ მატჩს დათმობენ.

როგორც ხედავთ, მომავალ სეზონში სამივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულებში მოიაზრება. სანდრო მამუკელაშვილზე ისედაც ცხადი იყო, მაილს პაუელის წასვლის შემდეგ, ამერიკაში აცხადებენ, რომ გუნდი სანდროს ირგვლივ უნდა აშენდეს, თუ თავად მამუკელაშვილს არ აირჩევენ NBA-ს დრაფტზე. 

გიორგი ბეჟანიშვილმა სეზონის განმავლობაში დაკარგა სასტარტოში ადგილი, თუმცა ეს უფრო დროებითი მოვლენა იყო. საბა გიგიბერია კოლეჯთა ლიგის ახალბედაა, სასიამოვნოა, რომ მას უკვე სასტარტო ცენტრად მოიაზრებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები