Thumbnail

დისკვალიფიკაცია პოლიციელის შეურაცხყოფისთვის - უეფამ სანტოსი დასაჯა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მაიკლ სანტოსი უეფამ 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
  • რა მოხდა გლაზგოს სელტიკთან მატჩში

უეფამ კოპენჰაგენის ფეხბურთელი პოლიციელის შეურაცყოფისთვის დასაჯა. დანიური კლუბის ურუგვაელი ლეგიონერი მაიკლ სანტოსი ევროპალიგის მატჩის დროს დამნაშავედ ცნეს. საქმე ეხება თებერვლის მატჩს გლაზგოს სელტიკთან...

მაიკლ სანტოსი უეფამ 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. დანიური კლუბის მორიგი გოლის შემდეგ, პოლიციელი ცდილობდა მოედნის მიღმა დანიელთა ზეიმი აღეკვეთა, სანტოსი მას უკნიდან მიეპარა და ხელი კრა. 

სანტოსი ბაშაკშეჰირთან დაპირისპირებას გამოტოვებს, ასევე 1/4 ფინალურ დაპირისპირებებსაც, თუკი კოპენჰაგენი შემდეგ ეტაპზე გავა. 

კომენტარები

ბოლო ამბები