Thumbnail

კიკე სეტიენი: ვოცნებობ, ჩემპიონთა ლიგის თასი ჩემს ძროხებს ვაჩვენო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა თავის მიზნებსა და ოცნებაზე ისაუბრა
  • 61 წლის სპეციალისტს სიხარულის თავისი ძროხებისთვის გაზიარება სურს 

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ენრიკე (კიკე) სეტიენმა თავის მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კატალონიურ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის ჩემპიონატის მოგება სურს. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ამ დროისთვის შეჩერებულია ჩემპიონთა ლიგაც და ესპანეთის ჩემპიონატიც.

ჯერჯერობით კიკე სეტიენს ოცნებების ასრულებაში ხელს კორონავირუსი უშლის

"ყველა ფეხბურთელს ვეუბნები, რომ ვჩქარობ და არ მაქვს დრო წაგებისთვის. ამიტომაც მსურს ჩემპიონთა ლიგის მოგება და პრიმერას ჩემპიონობა. უკეთესი იქნება, თუკი ორივე ტურნირში გავიმარჯვებთ. რა თქმა უნდა, ვოცნებობ ჩემს საძოვრებზე ჩემპიონთა ლიგის თასით გავისეირნო და ის ძროხებს ვანახო", - აქვეყნებს სეტიენის ნათვამს ესპანური მედია.

📋 მეტი ამ თემაზე:

61 წლის სპეციალისტს კატალონიური გრანდი იანვარში, მას შემდეგ ჩააბარეს, რაც თანამდებობიდან ერნესტო ვალვერდე გაუშვეს. სეტიენს ბარსელონასთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

მიმდინარე სეზონში ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში, F ჯგუფში პირველი ადგილიდან გააღწია, ⅛-ფინალში მეტოქედ ნაპოლი შეხვდა. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება იტალიაში 25 თებერვალს ჩატარდა და ფრედ 1:1 დასრულდა. 

ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 27 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს ბარსელონა 58 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ მადრიდის რეალს 2 ქულით უსწრებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები