Thumbnail

TOP 5 გუნდი კიბერსპორტში, რომელზეც ღირს ფსონის დადება

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ

თუ კიბერსპორტით აქამდე დაინტერესებული არ იყავით, ალბათ გაგაოცებთ იმის გაგება, თუ რამხელა ინდუსტრიაა: სხვადასხვა ვიდეოთამაშებში ძალიან ბევრი მსოფლიო მასშტაბის ტურნირი ტარდება და გამარჯვებულებისათვის დაწესებული პრიზებიც შთამბეჭდავია. 21-ე საუკუნეში პროფესიონალური გეიმერობა ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი კარიერაა. როგორც წესი, ელექტრონულ სპორტში, მოთამაშეების ანაზღაურებაც და გუნდების საერთო შემოსავალიც დიდად განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა თამაშს თამაშობენ ისინი, ან რომელი კომპანიის გუნდში ასპარეზობენ. 

ჩვენ უკვე მიმოვიხილეთ კიბერსპორტის მთავარი ტურნირები და ლიგები, ძირითადი თამაშების, მაგალითად, League of Legends, Dota 2-ისა თუ CS:GO-ს პრინციპებზე და ფსონებზეც ვისაუბრეთ. ახლა კი დროა, პროფესიონალური ელექტრონული სპორტის მთავარ გუნდებზე და მოთამაშეებზე გავამახვილოთ ყურადღება.

კიბერსპორტის მიმართ ინტერესი, როგორც მედია საშუალებების, ისე პუბლიკისა და ცნობილი ბრენდების მხრიდან, წლიდან წლამდე მატულობს, მაგრამ ვინ არიან ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდები და რომელი თამაშების ტურნირებში იღებენ მონაწილეობას?

პოპსპორტი წარმოგიდგენთ კიბერსპორტის ყველაზე შემოსავლიან და წარმატებულ გუნდებს.

5. Fnatic

Fnatic ბრიტანული კომპანიაა, თუმცა მისი მოთამაშეების უმეტესობა შვედეთიდანაა. Fnatic-ის გუნდები მონაწილეობენ Dota 2-ის, Hearthstone-ის, Rainbow Six Siege-ს, PUBG-ის, Smite-ის, CS: GO-სა და League of Legends-ის ტურნირებზე.

Fnatic-ის გუნდი 2020 წლის CS:GO-ს ტურნირისთვის

Fnatic 2004 წელს დააარსეს დედა-შვილმა, სემ და ანა მეთიუსებმა. სწორედ ამ გუნდმა გაიმარჯვა League of Legends-ის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე 2011 წელს. Fnatic-ს ევროპულ გუნდებს შორის ყველაზე მეტი ტიტული აქვს მოგებული LOL-ის ჩემპიონატებზე. მათი წარმატებები მხოლოდ LOL-ის ტურნირებით არ შემოიფარგლება - Fnatic -ის გუნდი CS:GO-შიც საუკეთესოდ მიიჩნევა: მათ Counter Strike-ის მთავარი ტურნირი სამჯერ მოიგეს. ამ შედეგის გაუმჯობესება ჯერ სხვა ვერცერთმა გუნდმა მოახერხა.

Fnatic-ს სულ 788 ტურნირში აქვს მონაწილეობა მიღებული და მათი საერთო შემოსავალი დაახლოებით 12 მილიონი დოლარია. აქედან 3,5 მილიონი CS:GO-ს, 3 მილიონი Dota 2-ის, ხოლო თითქმის 2 მილიონი League of Legends-ის ჩემპიონატებზე გამარჯვების წყალობით.

4. Newbee

Newbee ჩინური კომპანიაა, რომელიც 2014 წელს დაარსდა და თავდაპირველად, Dream Gaming-ის სახელით იყო ცნობილი. მისი გუნდები ბევრ თამაშს თამაშობენ. მათ შორის: Dota 2, Hearthstone და League of Legends. გუნდმა პოპულარობა DOTA 2-ის მსოფლიო ჩემპიონატის, The International 2014 მოგების შემდეგ მოიპოვა. ამ გამარჯვებამ კომპანიას 5 მილიონი დოლარი მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ეს წარმატება გინესის რეკორდების წიგნშია შესული როგორც ''კიბერსპორტის ჩემპიონატზე ერთჯერადად მოგებული ყველაზე დიდი ფულადი პრიზი.'' 2017 წლის The International-ზე გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.

Newbee 2014 წლის The International-ზე, რომელშიც რეკორდული პრიზი, 5 მილიონი დოლარი მოიგო

Newbee-ს შემოსავალი სულ 13 მილიონი დოლარია, საიდანაც 12 მილიონი DOTA 2-ის ტურნირებზე მოიგეს. კომპანიის გუნდებს სულ 130 ტურნირში აქვთ მიღებული მონაწილეობა. კომპანიასთან ასოცირებულ მოთამაშეებს ასევე მოგებული აქვთ StarCraft II-ისა და Warcraft III-ის ტურნირებიც.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • Paris Eternal
  • Florida Mayhem

3. OG

ამ ევროპულ კიბერგეიმინგის კომპანიას თავდაპირველად Monkey Business ერქვა. მისი სახელი 2015 წლის ოქტომბერში შეცვალა. OG-ს მთავარი სპეციალობა DOTA 2-ია. მათი შედარებით ახალბედა გუნდის პირველი დიდი მიღწევა 2015 წელს, ტურნირ Frankfurt Major-ზე გამარჯვებაა, სადაც Evil Geniuses-ის, CDEC Gaming-ის და Team Secret-ის გუნდები გაანადგურეს. 

იმის გათვალისწინებით, რომ OG-ს სულ 50 ტურნირში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათი შემოსავალი, რომელიც თითქმის 18 მილიონი დოლარის ტოლია, ორმაგად შთამბეჭდავია. მათ ყველაზე დიდ მიღწევად The International 2018-ში გამარჯვება უნდა ჩაითვალოს.

OG - The International 2018-ის გამარჯვებული

OG-ს მიღწევებს შორის ასევე აღსანიშნავია Manila Major 2016-ზე გამარჯვებაც. OG ერთადერთი გუნდია, რომელმა ეს ორი ჩემპიონატი თანამიმდევრობით მოიგო. ახალბედა გუნდს დიდი მომავალი აქვს, მათ პირველი 10 ტურნირიდან 5 გამარჯვებით დაასრულეს. Dota 2-ის  გარდა, კომპანიას გუნდი CS:GO-ს ტურნირებზეც გაჰყავს.

2. Evil Geniuses

Evil Geniuses, იგივე EG, ჩრდილოამერიკული ორგანიზაციაა, რომლის სათაო ოფისიც სან ფრანცისკოში მდებარეობს. EG ალექსანდერ გარფილდმა, 1999 წელს დააარსა, კანადური Counter-Strike-ის გუნდთან ერთად. საინტერესოა, რომ ამ ორგანიზაციას Amazon ფლობს. 

EG-ს გუნდი 2019-2020 წლის DOTA 2-ის სეზონისათვის

EG-ს სულ 737 ტურნირში აქვს მონაწილეობა მიღებული, ხოლო მათი სრული შემოსავალი ამ ტურნირებიდან 20 მილიონ დოლარზე მეტია. დღეს, კომპანიის გუნდები მონაწილეობენ League of Legends-ის, DOTA 2-ის, Call of Duty-ის, Rainbow Six Siege-ს, CS:GO-სა და Fortine-ის ტურნირებში. EG-ის მთავარი შემოსავლის წყარო DOTA 2-ის ტურნირებია, სადაც მათმა გუნდებმა 17,870,742 დოლარი გამოიმუშავეს. მეორე და მესამე ადგილებზე არიან StarCraft  (798,548 დოლარი) და Call of Duty (781,050).

Evil Genius-ის გამარჯვებებში აღსანიშნავია CS:GO-ს ტურნირებში: ESL One New York 2019, StarSeries i-League CS:GO Season 8 და  ECS Season 8 NA Series 3. კომპანიის გუნდებმა ასევე მოიგეს DOTA 2-ის მსოფლიო თასი The International 2015, ხოლო 2014, 2015 და 2018 წლებში, ეს ტურნირი მესამე ადგილზე დაამთავრეს. 

გამოკითხვა

როგორი იქნება რუკების ზუსტი ანგარიში?

  • 0:2
  • 1:2
  • 2:1
  • 2:0

1. Team Liquid

Team Liquid 2000 წელს ჰოლანდიაში დაარსდა. თავიდან, ისინი მხოლოდ StarCraft: Brood War-ის ტურნირებზე ასპარეზობდნენ, თუმცა 2012 წელს Dota 2-ის ჩემპიონატზეც  გავიდნენ. გუნდის ოფიციალური ვებგვერდი TL.net, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული გვერდია StarCraft-ის თემატიკაზე. Team Liquid-ის გუნდები მონაწილეობენ ისეთი თამაშების ტურნირებში, როგორებიც არის Brood War, StarCraft II, Hearthstone, Counter-Strike, Dota 2, Heroes of the Storm და Overwatch.

2019 წელს ახალი ონლაინ მულტიფლეიერის, Apex Legends-ის ტურნირზე პირველად მიიღეს მონაწილეობა. 10-წლიანი ისტორიის მანძილზე, Team Liquid-ის გუნდებს სულ 1430 ჩემპიონატში აქვთ მონაწილეობა მიღებული, საიდანაც დაახლოებით 25 მილიონი დოლარის შემოსავალი ნახეს. მათი გუნდებისათვის ყველაზე წარმატებული თამაშებია: Dota 2, რომლის ტურნირებმაც კომპანიას 17,5 მილიონი დოლარი მოუტანა, ასევე Counter-Strike და Starcraft.

Team Liquid - DOTA 2-ის მსოფლიო ჩემპიონატ The International 2017-ის გამარჯვებული

2015 წელს, Team Liquid-ს Team Curse-ს შემადგენლობა დაემატა. 2016 წელს, გასართობი და სპორტული მენეჯმენტის კომპანია aXiomatic-იც ამ ბრენდის ქვეშ გაერთიანდა.

Team Liquid-ის ყველაზე მთავარ მიღწევად, DOTA 2-ის მსოფლიო ჩემპიონატის, The International 2017-ის მოგება ითვლება, რომელმაც კომპანიას 10 862 683 დოლარი მოუტანა. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პირველ რუკას?

  • Team Liquid
  • Natus Vincere

ჩამოთვლილი გუნდების გარდა, არსებობს ბევრი გუნდი, რომლებზე ფსონის დადება ნამდვილად ღირს. მაგალითად, რუსული კიბერსპორტის კომპანია  Virtus.pro, რომლის გუნდებმაც სხვადასხვა ტურნირებზე 100 ოქროს, 170 ვერცხლის და 220 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ან Vici Gaming - ჩინური DOTA 2-ის ვარსკვლავური გუნდი. ამ გუნდს, სამწუხაროდ, DOTA 2-ის მსოფლიო თასი ჯერ არ მოუგია, თუმცა 2019 წლის Dota 2 World Pro Invitational-ზე გაიმარჯვეს. ასევე, გირჩევთ, თვალი ადევნოთ SK Telecom T1-ის თამაშებსაც: League Of Legend-ის მსოფლიო ჩემპიონატი ამ სამხრეთ კორეულმა გუნდა სამჯერ: 2013, 2015 და 2016 წლებში მოიგო.

მიუხედავად იმისა, თუ რომელი გუნდის გულშემატკივრობას გადაწყვეტთ, გირჩევთ, წინასწარ მათი მოგება-წაგების სტატისტიკა, გუნდების შემადგენლობა თუ სტრატეგია დეტალურად შეისწავლოთ. ამაში პოპსპორტი დაგეხმარებათ, ფსონების დადება კი Europebet.com-ზე შეგიძლიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები