Thumbnail
  • ‘მან იტალიური არ იცის, მე – ინგლისური, თუმცა, მაინც ვკონტაქტობთ’
  • ფრანჩესკო ტოტიმ როჯერ ფედერერთან ურთიერთობაზე ისაუბრა

რომასა და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ფრანჩესკო ტოტიმ როჯერ ფედერერის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლეგენდარულ შვეიცარიელ ჩოგბურთელთან მეგობრობა აკავშირებს. ტოტიმ ინტერვიუ Tennis World USA-ს მისცა.

“ფედერერი ჩოგბურთის განსახიერებაა. ის ჩემი მეგობარია და ხშირად ვეკონტაქტები, თუმცა, ინგლისური არ ვიცი, მან კი – იტალიური. ამდენად, სათარგმნ პროგრამებს ვიყენებთ.

თავდაპირველად, საერთო ცოტა გვქონდა, ახლა კი, ურთიერთპატივისცემა გაჩნდა. საკუთარ თავს მას ხშირად ვადარებ.

როჯერის ჩოგბურთის ბურთის ნებისმიერ ადგილას ჩაგდება შეუძლია, მე კი იგივეს გაკეთება ფეხბურთის ბურთით შემიძლია.

ის, ჩემთვის ახლობელი ადამიანია. შესაძლოა, ერთხელაც Padel tennis-ში გავეჯიბრო, რადგანაც კლასიკურ ჩოგბურთში შანსი არ მექნება”.

ცნობისთვის, Padel tennis-ს დახურულ სივრცეში თამაშობენ და ის ჩოგბურთისა და სქვოშის ერთგვარი ნაზავია.

კომენტარები

ბოლო ამბები