Thumbnail

'სისტემა მთლიანად შესაცვლელია და ეს კრიზისი კარგი შანსია' - აგუსტინ პიშოს გეგმა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • აგუსტინ პიშოს კომენტარი L’Equipe-თან
  • მსოფლიო რაგბის თავმჯდომარის არჩევნები 12 მაისს გაიმართება

მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის: ინგლისელი ბილ ბიმონტი, რომელიც ორგანიზაციას 2016 წლიდან ხელმძღვანელობს და არგენტინელი ვიცე-პრეზიდენტი აგუსტინ პიშო. არჩევნები 12 მაისს უნდა გაიმართოს.

პიშო ყოველთვის გამოირჩეოდა, მეორე ეშელონის სარაგბო ქვეყნების გულშემატკივრობით და ნოვატორული იდეებით - ის ექვს ერის ორგანიზაციას გაფართოებას ან პლეი ოფის სისტემის შემოღებისკენ მოუწოდებდა.

ახლა კი პიშო L’Equipe-თან საუბარში ქართული რაგბის ფინანსურ დახმარებაზე ალაპარაკდა:

აგუსტინ პიშო: "თავისთავად პროექტი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ, რა ფილოსოფია დგას მის უკან. მთავარია, ყოველ მოთამაშეს, ყოველ სარაგბო ერს მიეცეს შანსი, განვითარდეს და მიაღწიოს ელიტას. 

სამწუხაროდ, რაგბი დახურული კლუბის პრინციპით მოქმედებს. ჩვენ კმაყოფილები ვართ, რადგან იაპონიაში გამართულმა მსოფლიოს თასმა დიდი მოგება მოიტანა, მაგრამ ეს მოგება უსამართლოდ ნაწილდება.

Covid-19-ით გამოწვეულმა კრიზისმა ყველაფერი უფრო მკაფიოდ დაგვანახა. ახლახან აშშ-ს რაგბიმ ახლახან გაკოტრების შესახებ გამოაცხადა, კანადა არცისე შორსაა ამისგან. ნამიბია, ურუგვაი და საქართველო კრიტიკულ სიტუაციაში არიან. 

მსოფლიო რაგბიმ დადო პირობა, რომ დაეხმარებოდა გაჭირვებულ კავშირებს, მაგრამ მერე რა მოხდა? არაფერი დარჩა? სისტემა ძირფესვიანად შესაცლელია და ახლანდელი კრიზისი, შესაძლოა, კარგი შანსი იყოს, რეფორმის დასაწყებად".

მსოფლიო რაგბის საბჭო კორონავირუსის პანდემიის გამო, 12 მაისს დისტანციურად შეიკრიბება (ვიდეკონფერენცია) და არჩევნებიც ასე ჩატარდება. კანდიდატებს დაახლოებით თანაბარი შანსი აქვთ გამარჯვების.  

კომენტარები

ბოლო ამბები