Thumbnail
  • ინგლისური კლუბი საულით დიდი ხანია ინტერესდება
  • 25 წლის ფეხბურთელის დამატება ოლე გუნარ სულშერს სურს 

მანჩესტერ იუნაიტედი საულ ნიგესს დიდი ხანია აკვირდება. ესპანელი წლებია, სტაბილურად გამოიყურება და 2019/20 წლების სეზონსაც კარგად ატარებდა. მისი გადაბირება ოლე გუნარ სულშერს სურს.

მანჩესტერემა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ერთი ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდესი დაიმატა და მოედნის ცენტრის გაძლიერებას 2020 წლის ზაფხულშიც აპირებს. საულ ნიგესი გასულ თვეში ლივერპულის წინააღმდეგ კარგად გამოიყურებოდა და მანჩესტერელებს მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაეზარდათ.

საულმა 2017 წელს ატლეტიოსთან 9-წლიანი კონტრაქტი გააფრომა, რომლის მიხედვითაც, მადრიდულ კლუბში 2026 წლამდე უნდა დარჩეს. ხელშეკრულების თანახმად, 25 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 132 მილიონი ფუნტია.

კომენტარები

ბოლო ამბები