Thumbnail

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სასამართლოს წინაშე წარსდგება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დოკუმენტების გაყალბება ბრალდება
  • ლუის რუბიალესი არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, მეტოქედ კი იკერ კასილიასი ჰყავს 

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი (RFEF) ლუის რუბიალესი დოკუმენტების გაყალბებაშია ეჭვმიტანილი. ესპანური მედიის ინფორმაციით, ფუნქციონერი 2019 წელს ფედერაციის კრების წარმომადგენელთა რაოდენობის გაფართოებას 19 ადამიანით გეგმავდა და ამის განხორციელებას უკანონო გზით ცდილობდა.

მაშინ ადმინისტრაციულმა სპორტულმა ტრიბუნალმა უარი უთხრა რუბიალესს, რადგან ჩათვალა, რომ ხმის უფლების მქონე ადამიანების დამატებას პოტენციურად შეეძლო ლუისის პოზიციების გამყარება RFEF-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. 

მოგვიანებით მოთხოვნა 19-იდან 5 ადამიანზე შემცირდა და თითქოს წინადადებას ესპანეთის მთავრობის ეროვნული სპორტული საბჭო დაეთანხმა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სათანადო დოკუმენტები გაყალბებული იყო. ჩინოვნიკების ქმედება კი მადრიდის ფედერაციამ გაასაჩივრა.

იუწყებიან, რომ რუბიალესი და ფედერაციის გენერალური მდივანი 21 მაისს, მადრიდის სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. 

იკერ კასილიასი არჩევნებში ლუის რუბიალესთან ბრძოლისთვის ემზადება

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 2020 წლის შემოდგომით არის დაგეგმილი, მოქმედი პრეზიდენტის ლუის რუბიალესის მეტოქე მადრიდის რეალისა და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მეკარე იკერ კასილიასი იქნება. 
 

კომენტარები

ბოლო ამბები