Thumbnail

ახალი მანჩესტერ სიტი? ნიუკასლი საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის ხელში გადავიდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • £300 მილიონი გირვანქა - ასეთია საფასური
  • მიკ ეშლი, მფლობელი, რომელიც ფანებს არ უყვართ, გუნდიდან მალე წავა...

როგორც BBC წერს, ნიუკასლ იუნაიტედი £300 მილიონ გირვანქად საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის ფონდმა და ძმები რუბენსების კონგლომერატმა იყიდა.

ეს ყველაფერი ერთი ფინანსისტის - ამანდა სტეველის ხელით მოხდა. 31 გვერდიან დოკუმენტს ხელი დღეს მოეწერა. სტანდარტული პროცედურების გავლის შემდეგ კი მალევე ძალაში შევა.

ფურცელზე თუ შევხედავთ, დღეს ნიუკასლი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მაშინ, როდესაც ის მიკ ეშლიმ 2007 წელს შეიძინა, თუმცა სპორტული კუთხით მას შემდეგ გუნდს წარმატებისთვის არ მიუღწევია.

კომენტარები

ბოლო ამბები