Thumbnail
  • ოკლაჰომამ ატლანტა 119:107 დაამარცხა.
  • თანდერის ვარსკვლავის ისტორიული შედეგი.

რასელ ვესტბრუკი NBA-ს ელიტაში შევიდა - ოკლაჰომა სიტი თანდერის ლიდერმა ატლანტასთან 119:107 მოგებულ შეხვედრაში 32 ქულა, 12 მოხსნა და 12 პასი დააგროვა. მისგან სამმაგი დუბლი არავის უკვირს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ვესტბრუკისთვის ეს კარიერაში მე-100 სამმაგი დუბლი გახლდათ.

რასელი მხოლოდ მეოთხე კალათბურთელია NBA-ს ისტორიაში, რომელმაც ასეთი რამ შეძლო. მის წინ ოსკარ რობერტსონი (181), მეჯიქ ჯონსონი (138) და ჯეისონ კიდი (107) არიან. 

“ეს ყველაფერი დაუჯერებელია. კარიერაში მე-100 სამმაგი დუბლი ჩემთვის უდიდესი პატივია. მადლობას ვუხდი ღმერთს იმისთვის, რომ ვთამაშობ თამაშს, რომელიც ძალიან მიყვარს,” - განაცხადა ვესტბრუკმა მატჩის შემდეგ.

საფინალო სირენამდე 2:38 წუთით ადრე, რასელმა გადამწყვეტი მოხსნა გააკეთა. მას თვით ატლანტას გულშემატკივრებიც კი ფეხზე წამოუდგნენ და ოვაციებით შეამკეს.

კომენტარები

ბოლო ამბები