Thumbnail
  • ფაჩულიამ ფასს დაუკლო - ახლა სახლის შეძენა $799 000-ად არის შესაძლებელი
  • ზაზამ NBA-ს კარიერის ყველაზე დიდი ნაწილი ჯორჯიაში გაატარა

ამერიკული მედიის ინფორმაციით, NBA-ს ყოფილი მოთამაშე და გოლდენ სტეიტ უორიორსის კონსულტანტი ზაზა ფაჩულია ატლანტაში სახლს ყიდის. ჯორჯიის შტატის დედაქალაქის ჩრდილო გარეუბანში ზაზას 4-სართულიანი სახლი აქვს, უკვე წელიწადზე მეტია, რაც ეს სახლი იყიდება, დღეიდან ატლანტა ჰოუქსის ყოფილი ცენტრი მას $799 000-ად ყიდის.

მეტი ამ თემაზე:

ქართველმა კალათბურთელმა ეს სახლი 2005 წლის ოქტომბერში შეიძინა და მასში $700 000 გადაიხადა. ეს მას მერე მოხდა, რაც ზაზამ ატლანტასთან 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც მან 16 მილიონი დოლარი მიიღო.

ფაჩულია გოლდენ სტეიტის საკალათბურთო კონსულტანტია

სახლი 2002 წელს არის აშენებული, 4 საძინებელი აქვს და საერთო ფართი 347 კვადრატული მეტრია. "სტეიტ ფარმ არენადან" ფაჩულიას სახლამდე 10 კილომეტრია. ბოლო სართულიდან "შეიდი ვოლის" პარკის ხედი ჩანს. 

ზაზას სახლი ატლანტაში

ზაზა ფაჩულიას სახლი ატლანტაში

ზაზა ფაჩულიას სახლი ატლანტაში

ზაზა ფაჩულიას სახლი ატლანტაში

ზაზა ფაჩულიას სახლი ატლანტაში

ფაჩულიას სახლი გაყიდვაში 2019 წლის მარტიდანაა, მისი ფაქსი $875 000 იყო, სექტემბერში ფასი $825 000-მდე შემცირდა, ახლა კი $799 000-მდე. 

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიას NBA-ში ხანგრძლივი, 16-წლიანი კარიერა ჰქონდა, მას 6 კლუბში უთამაშია, მაგრამ ყველაზე მეტი დრო სწორედ ატლანტაში გაატარა. ზაზა NBA-ს ჩემპიონი ზედიზედ ორჯერ გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში გახდა. გასულ ზაფხულს ფაჩულიამ ხანგრძლივი კარიერა დაასრულა, აგვისტოში ის გოლდენ სტეიტმა საკალათბურთო ოპერაციების კონსულტანტად მიიწვია. 

კომენტარები

ბოლო ამბები