Thumbnail

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის და პრიზიორის, საერთაშორისო დიდოსტატის მერაბ გაგუნაშვილის გამარჯვებით დასრულდა ონლაინ პლატფორმაზე (Chess.com) გამართული ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, გაგუნაშვილმა 8 ტურში 6.5 ქულა დაააგროვა და ერთპიროვნულად იმარჯვა.

ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა ქვეყნის ერთ-ერთმა უძლიერესმა მოთამაშემ სწრაფ ჭადრაკში, საერთაშორისო დიდოსტატმა გიგა ყუფარაძემ.

5.5 ქულით III-IV ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ: 3. ნიკოლოზ პეტრიაშვილი, 4. დავით მაღალაშვილი.

ქალთა შორის საუკეთესო შედეგი მერი არაბიძემ აჩვენა.

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთის დახმარებით საქართველოს ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის გაორმაგებული საპრიზო ფონდით ტარდება, ასევე კომპანია ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები