Thumbnail

‘ეს ყველაზე კარგი ამბავია!’ - ჰემილტონი შენჯენის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჩინეთის ქალაქ შენჯენში ძაღლისა და კატის ხორცის ჭამა აკრძალეს
  • ლუის ჰემილტონს იმედი აქვს, რომ შენჯენს სხვა ქალაქებიც მიბაძავენ

ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონი, მერსედესის პილოტი ლუის ჰემილტონი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩინეთის ქალაქ შენჯენის მაცხოვრებლებს ძაღლისა და კატის ხორცით კვება აეკრძალათ.

“გავიღვიძე და აი, ასეთი ამბავი დამხვდა. ეს საუკეთესო სიახლეა მათ შორის, რაც ბოლო დიდი ხნის განმავლობაში გამიგია. მადლობა შენჯენს. ახლა იმედი უნდა გვქონდეს, რომ ამ ინიციატივას მხარს მთელი დანარჩენი ჩინეთიც დაუჭერს.” - დაწერა ჰემილტონმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე, სთორიში

ბრიტანელი 2017 წელს ვეგეტარიანელი გახდა და მას შემდეგ ძალიან ხშირად უძღვნის პოსტებს ცხოველთა უფლებებს. შარშან, ჰემილტონმა თავის გულშემატკივრებს მოუწოდა, პროტესტი გამოეხატათ გართობის ინდუსტრიაში დელფინების გამოყენებისთვის. ლუის ჰემილტონს ვეგანური რესტორნების ქსელი აქვს. კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დროს მისი რესტორნები ლონდონის ქუჩებში საკვებს უფასოდ არიგებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები