Thumbnail
  • Bleacher Report: 7 სავარაუდო ტრეიდი NBA-ში
  • გოგა ბითაძე ინდიანა პეისერსის სასტარტო ცენტრი?

Bleacher Report 7 სავარაუდო ტრეიდს გვთავაზობს NBA-ში, რომელთაგანაც ერთი სცენარი უშუალოდ ეხება გოგა ბითაძის მომავალს ინდიანა პეისერსში. 

"ჯერ ზუსტად ისიც არ არის ცნობილი, როდის დადგება სეზონთაშორისი პერიოდი, თუმცა სავარაუდო ტრეიდები გროვდება. 7 კალათბურთელი განსაკუთრებით ხშირად ხვდება მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებში სავარაუდო გაცვლებთან დაკავშირებით", - წერს გამოცემა.

შვიდი სავარაუდო გაცვლიდან მე-4 ნომრად მაილს ტერნერის დალასში გადასვლაა.

საბონისი-ტერნერის დუეტის დაშლაზე უკვე ძალიან ბევრს წერენ

დალასი მიიღებს: მაილს ტერნერნი (ცენტრი)

ინდიანა მიიღებს: მაქსი კლებერი (ფორვარდი/ცენტრი), სეტ კარი (მსროლელი), ჯალენ ბრანსონი (გამთამაშებელი).

ტრეიდის ბოლო ვადამ ისე ჩაიარა, რომ ინდიანას არ განუხორციელებია შესამჩნევი ცვლილება, თუმცა ამის წინაპირობა იყო. ცხადია, რომ გაცვლა სეზონის დასრულების შემდეგ იგეგმება. Bleacher Report-ის მაიკლ სოტო წერდა: "მეტოქე კლუბების მენეჯერები დარწმუნებულნი არიან, რომ პეისერსი დიდ ტრიოს, რომელშიც დომანტას საბონისი, მაილს ტერნერი და გოგა ბითაძე შედიან, დაშლის".

ყველაზე სავარაუდო ვარიანტია, რომ ინდიანა მაილს ტერნერს შეცვლის. ინდიანას 23 წლის ოლ-სტარელი საბონისი ახალი სეზონიდან ოთხწლიან 77 მილიონიან კონტრაქტს იწყებს გუნდთან ერთად. 

ტერნერი მხოლოდ 24 წლისაა, მაგრამ მას ის პროგრესი არ ჰქონდა, როგორიც საბონისს ბოლო სეზონში. მაგრამ დაცვაში ელიტური პოტენციალი და სამქულიანების სროლის უნარი ტერნერს გუნდებისთვის სასურველ კალათბურთელად აქცევს. 

მაილსი ამ სეზონში 11.8 ქულას, 6.5 მოხსნას, 1.1 პასსა და 2.2 დაფარებას აკეთებდა და საშუალოდ 29.6 წუთს თამაშობდა.

ტექსასის მკვიდრი, რომელმაც ერთი სეზონი ითამაშა ტექსასის უნივერსიტეტის გუნდში, შესაძლოა, მალე სამშობლოში აღმოჩნდეს.

დალას მავერიკსს კარგი ცენტრი ესაჭიროება მას მერე, რაც სასტარტო ცენტრფორვარდმა დუაიტ პაუელმა მძიმე ტრავმა მიიღო. პაუელი კარგ სქრინებს აყენებს და ლუკა დონჩიჩს სივრცის შექმნაში ეხმარებოდა. ის ასევე დაცვაში მეტოქის ცენტრებს ეთამაშებოდა და ამ საქმიანობისგან კრისტაპს პორზინგისს ათავისუფლებდა. 

პეისერსისთვის მთავარია, ტალანტებით გაძლიერდეს გუნდი ოლადიპოს, საბონოსისა და ბროგდონის ირგვლივ. 

კლებერს შეუძლია 4 ნომრად თამაში. ის დალასს 9.2 ქულას, 5.4 მოხსნასა და 1.2 დაფარებას უკეთებდა. მას სამწლიანი კონტრაქტი აქვს 26 მილიონი დოლარის შესაბამისი ხელფასით.

კარი მეორე ადგილზეა სეზონში სამქულიანების სროლის სიზუსტით (45%), ის მომავალ სამ სეზონში 24.6 მილიონ დოლარს მიიღებს. 23 წლის ბრანსონი დალასში 8.2 ქულას, 2.4 მოხსნასა და 3.3 პასს აკეთებდა, სანამ მხრის ოპერაცია დასჭირდა. ბროგდონის შემცვლელად ის ჩინებული მცველი იქნება.

Bleacher Report-ის ვარიანტი გოგა ბითაძეს სათამაშო დროს გაუზრდის, ქართველი ახალბედა საშუალოდ მხოლოდ 8.4 წუთს თამაშობდა. ის 3.1 ქულას და 2.0 მოხსნას აკეთებდა საშუალოდ მატჩში.

გოგა საშუალოდ მხოლოდ 8.4 წუთს თამაშობდა

საუკეთესო შემთხვევაში, გოგა შესაძლოა, ინდიანას სასტარტო ცენტრი გახდეს. ან ის იქნება პირველი შემცვლელი ამ პოზიციაზე და მოედანზე მეტი დროის გატარება მოუწევს, ვიდრე სადებიუტო სეზონში. 

Bleacher Report-ის 7 სავარაუდო ტრეიდი

1. აარონ გორდონი ორლანდოდან პორტლენდში

2. კრის პოლი ოკლაჰომადან ჩიკაგოში

3. ბადი ჰილდი საკრამენტოდან ოკლაჰომაში

4. მაილს ტერნერი ინდიანადან დალასში

5. სი ჯეი მაკალუმი პორტლენდიდან ბრუკლინში

6. ბრედლი ბილი ვაშინგტონიდან ატლანტაში

7. ჯოელ ემბიიდი ფილადელფიადან ნიუ ორლეანში.

კომენტარები

ბოლო ამბები