Thumbnail
  • უკრაინის ნაკრების ყოფილმა მეკარემ საუბარში ქართული კლუბების მაგალითი მოიყვანა
  • რუსტამ ხუჯამოვს სურს, რუსეთის ოკუპაციას უკრაინული კლუბებიც აპროტესტებდნენ  

უკრაინის ნაკრებისა და დონეცკის შახტარის ყოფილი მეკარე, 37 წლის რუსტამ ხუჯამოვი უკრაინულ მედიასთან საუბარში პატრიოტიზმის თემას შეეხო, რა დროსაც ქართული კლუბების მაგალითი მოიყვანა. 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ზაფხულში არაერთმა ქართულმა კლუბმა რუსეთის ოკუპაცია სპეციალური მაისურებით გააპროტესტა, რომლებზეც ანტისაოკუპაციო შინაარსის წარწერები იყო წარმოდგენილი. 

რუსეთის ანექსია სხვებთან ერთად ქუთაისის ტორპედომაც გააპროტესტა

"უკრაინელ ფეხბურთელებს თითქოს ეშინიათ და სხვების შეხედულებებზე არიან დამოკიდებული. ეშინიათ კრიტიკის. ჩემთვის პარადოქსია, მაგრამ უკრაინელებს ეშინიათ უკრაინელობის. მომხრე ვარ იმის, რომ ტარდებოდეს ისეთი აქციები, როგორსაც თავის დროზე საქართველოში, საფეხბურთო მატჩების წინ მართავდნენ და იქ აშკარად ლაპარაკობდნენ რუსულ ოკუპაციაზე. ეს უკეთესი იქნებოდა, ვიდრე ზელენსკის (უკრაინის პრეზიდენტი) გამოსვლა. ეს მთელი მსოფლიოს ყურადღებას მიიპყრობდა", - აქვეყნებს ფეხბურთელის სიტყვებს უკრაინული მედია.

დონეცკის შახტარის ყოფილ  მეკარეს უკარინის ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია

 

კომენტარები

ბოლო ამბები