Thumbnail

DOTA 2 | თამაშის წესები, ტურნირები და ფსონები - გიხსნით ყველაფერს

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ

რა არის DOTA 2

DOTA 2, ისევე, როგორც League of Legends, MOBA-ს სტილის თამაშია. MOBA მრავალმოთამაშიან ონლაინ ბრძოლის არენას ნიშნავს. თამაში 2013 წელს გამოვიდა და მისი ავტორია დეველოპერული სტუდია Valve. 

Dota 2-ისა და LoL-ის თამაშის მექანიკა ერთმანეთის მსგავსია, შესაბამისად, თუ  League of Legends-ის შესახებ ჩვენი სტატია წაკითხული გაქვთ, შეგიძლიათ ჩათვალოთ რომ Dota 2-ის პრინციპებშიც მეტ-ნაკლებად ერკვევით. საინტერესო ფაქტია, რომ, LOL უფრო ადრე გამოვიდა ბაზარზე, თუმცა ორიგინალ თამაშ DOTA-სთან, რომელზეც ორივე ეს მობაა დაფუძნებული, Dota 2 ბევრად ახლოს არის.

DOTA, იგივე Defense Of The Ancients, Warcraft 3-ის მოთამაშეებმა IceFrog-მა და Eul-მა, 2003 წელს  შექმნეს, ის Warcraft-ის ერთ-ერთი რუკის მოდიფიცირებული ვერსია იყო. გეიმერები ნელ-ნელა ხვეწავდნენ რუკის დეტალებს და თამაშის პრინციპებს, თუმცა ხვდებოდნენ, რომ Warcraft-ის სამყაროს შეზღუდვებს უნდა დამორჩილებოდნენ. სწორედ ამიტომ, 2009 წელს, IceFrog-მა სტუდია Valve-სთან ერთად, დაიწყო DOTA-ს დამოუკიდებელ პროექტზე მუშაობა, რომელიც მას Warcraft-ის ჩარჩოებიდან გაათავისუფლებდა. პარალელურად DOTA-ს დამოუკიდებელ თამაშად ქცევაზე მუშაობდა Riot Games-იც, რომელთანაც თავდაპირველი  Defense Of The Ancients-ის კიდევ ერთი ვეტერანი, სტივ ''გინსო'' ფიკი თანამშრომლობდა. სწორედ ამ კოლაბორაციის შედეგი იყო თამაში League of Legends.

როგორ თამაშობენ

DOTA 2-ში, ერთმანეთს ორი 5 კაციანი გუნდი ებრძვის. გუნდი, რომელიც პირველი გაანადგურებს მოწინააღდეგის ''ანტიკურ კოშკს'' იმარჯვებს. თითეული გუნდის Ancient-ი განლაგებულია ამ გუნდის მთავარ ბაზაზე.

თამაშის სტარტზე მოთამაშის გმირი სუსტია, მისი მიზანია შეაგროვოს ე.წ ''exp'' და ოქრო, რომლის საშუალებითაც ავითარებს პერსონაჟის უნარებს და ყიდულობს სხვადასხვა ნივთებს სისწრაფის, მოქნილობის, თავდაცვისა თუ სხვა უნარების გასაუმჯობესებლად. მოთამაშის მიზანია, რომ exp და ოქრო რაც შეიძლება სწრაფად შეაგროვოს, ეს მას მეტოქეზე უპირატესობას ანიჭებს.

გმირები

DOTA 2-ში სულ 117 გმირია. დანარჩენი მობა თამაშებისაგან განსხვავებით, DOTA-ში ყველა გმირი უნიკალურია, მათი უნარები ერთმანეთისას არ წააგავს და არც მეორდება. გმირები თამაშს 1 დონეზე იწყებენ და შეუძლიათ 25-ე დონემდე მიაღწიონ. სხვადასხვა გმირების მონაცემები, ატრიბუტები, უნარები და ე.წ. ''უნარების ხე'' მათ უნიკალურ სიძლიერესა თუ სისუსტეს ანიჭებთ.

პოზიციები DOTA 2-ში

Dota 2 ტრადიციულ გუნდურ სპორტს ჰგავს, აქ მთავარი არა ინდივიდუალური უნარები, არამედ კომუნიკაციაა. League of Legends-ისგან განსხვავებით, Dota 2-ში როლები ფიქსირებული არ არის, თითეულ გმირს სხვადასხვა როლში თამაში შეუძლია.

DOTA 2-ის რუკა

Dota 2-ში ტიპური პოზიციებია:

Hard Carry - ამ პოზიციაში, გმირები, როგორც წესი, ყველაზე მეტ ''ბოლო დარტყმას'' ახორციელებენ. Hard Carry გმირი თამაშის დასაწისში სუსტია, თუმცა შუალედურ და გვიან თამაშში ძლიერდება. მატჩის დაწყებიდან დაახლოებით 40 წუთის გასვლის შემდეგ, ამ როლს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან Hard Carry-ს ტიპის გმირს ყველაზე მეტი ზიანის მიყენება შეუძლია. სწორედ ამიტომ, Hard Carry ცალკე ბილიკზე თამაშობს, რათა მაქსიმალური exp-სა და ოქროს გამომუშავება შეძლოს.

Solo Mid - ამ როლში, გმირი მნიშვნელობით მხოლოდ Hard Carry-ს ჩამოუვარდება. როგორც წესი, მათ Hard Carry-ზე ნაკლები  exp-სა და ოქროს შეგროვება სჭირდებათ და ისინი სპეციფიკური ნივთების, მაგალითად, Blink Dagger-ის მოპოვებაზე კონცენტრირდებიან. Solo Mid გმირები მობილობის კარგი უნარით გამოირჩევიან. Solo Mid-ის მთავარი მისიაა, გუნდის წარმატებული ლეინინგი უზრუნველყოს. გვიან თამაშში, ლიდერის პოზიციას უკვე გაძლიერებული Hard Carry იკავებს.

Offlane - ამ ტიპის გმირები დამოუკიდებელი თამაშის სტილით გამოირჩევიან. ისინი ბევრს მოძრაობენ ბიlიkებს შორის და ბილიკებიდან ე.წ. ''ჯუნგლშიც'' გადადიან. მათ კარგი მობილობა აქვთ, რაც რთული სიტუაციებიდან თავის დაღწევაში ეხმარებათ. სწორედ ამიტომ, Offlane-ის მთავარი ფუნქცია ბილიკებს გარე ტერიტორიის დაკავება და ათვისებაა. Offlane ხანდახან Support-ის ფუნქციებსაც ითავსებს.

“Utility” Support - მეოთხე და მეხუთე პოზიციის გმირები ორივე Support კატეგორიაა, თუმცა მეოთხე პოზიციის გმირი უფრო დამოკიდებულია სპეციფიკური ნივთების გამოყენებაზე, სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელიც. იმის გამო, რომ ეს გმირები სხვადასხვა ატრიბუტებზე არიან დამოკიდებული, მიჩნეულია, რომ “Utility” Support-მა, უპირველესად, საკუთარ საჭიროებებზე უნდა იზრუნოს. ამ როლს, ხანდახან, Roamer-საც უწოდებენ.

გუნდის კომპოზიციის მაგალითი DOTA 2-ში

Hard Support ბოლო, მეხუთე პოზიციაა და მას ე.წ. ''ფარმინგში'' ანუ ოქროსა და exp-ის მოპოვებაში, ყველაზე ნაკლები პრიორიტეტი აქვს, რადგამ მათი უნარების წყალობით, ამ კატეგორიის გმირებს თამაშზე გავლენის მოხდენა სხვადასხვა ატრიბუტების გარეშეც  შეუძლიათ. როგორც წესი, Support გმირები ყველაზე სუსტი და იოლად მოსაკლავი სამიზნეები არიან. სწორედ ამიტომ, ისინი ბრძოლების დროს ხშირად იღუპებიან. Hard Support-ის მისიაა ე.წ. ''ვარდინგის'' მეშვეობით, საკუთარი გუნდის დაცვა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, როლები DOTA 2-ში მოქნილია. ხანდახან, რომელიმე პოზიციაზე მყოფი გმირები სხვა როლის მოვალეობებს ითავსებენ, რითაც მოწინააღდეგეს აბნევენ და საკუთარი გუნდის შანსებს აუმჯობესებენ.

მატჩის დინამიკა

DOTA 2-ის მატჩს რამდენიმე ეტაპი აქვს. 

თავიდან მოთამაშეები გმირებს ირჩევენ. საინტერესოა, რომ თამაშის წესების თანახმად, მოთამაშეს, მატჩის დაწყებამდე, შეუძლია გმირის ერთხელ შეცვლა ან საკუთარი გმირის თანაგუნდელისათვის გაცვლა.

მას შემდეგ, რაც ორივე გუნდი სრულად კომპლექტდება მატჩი იწყება: 

პირველ ფაზას, ადრეული თამაში ან ლეინინგი ეწოდება და ის 15-20 წუთის განმავლობაში გრძელდება. ამ ფაზაში, პერსონაჟები მათი როლების მიხედვით განსაზღვრულ ადგილებს იკავებენ რუკის ბილიკებზე და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ოქრო და exp მოიპოვონ. ეს რუკაზე განლაგებული ''ნეიტრალური'' არსებების დამარცხების გზით ხდება. თუ რომელიმე გმირი კვდება, მის ადგილს ბილიკზე სხვა თანაგუნდელი იკავებს, რათა ოქროს მოპოვების დრო არ დაიკარგოს. 

მეორე ფაზა, შუალედური თამაში, ასევე 15-20 წუთს გრძელდება. ამ დროს, გუნდები ბრძოლაში ებმებიან რუკის სხვადასხვა ნაწილებზე. ანგრევენ კოშკებს, უტევენ მტრის ბაზას და ცდილობენ უპირატესობის მოპოვებას. მეორე ფაზაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშეებმა, ბრძოლის პარალელურად, რუნებიც შეაგროვონ, რადგან რუნები თამაშის განმავლობაში უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება და გუნდის გამარჯვების შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის. შუალედურ თამაშში ასევე ჩნდება ყველაზე მნიშვნელოვანი ''ნეიტრალური'' სანიზნე, როშანი. როშანი იმდენად ძლიერია, რომ მისი დამარცხება 1x1-ზე, თითქმის ყველა გმირს უჭირს. შესაბამისად, მასთან საბრძოლველად გუნდურობაა საჭირო. თუმცა, როშანთან ბრძოლა მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა: გუნდმა უნდა გაითვალისწინოს მეტოქის პოზიცია: თუ როშანთან საბრძოლველად ისეთ დროს შეარჩევს, როდესაც მეტოქე შეტევისთვის კარგ პოზიციაშია, შესაძლოა, ეს მას მატჩის წაგებად დაუჯდეს. 

როშანი

როშანი რამდენჯერმე ''ცოცხლდება'' და მისი მეორედ თუ მესამედ დამარცხებით,  გუნდს დამატებითი უპირატესობის მოპოვება შეუძლია.

მესამე ფაზა, გვიანი თამაში, დაახლოებით 5-10 წუთი გრძელდება. თუმცა, სრულიად შესაძლებელია, თამაში შუალედურ ფაზაშიც დამთავრდეს. 

როგორც წესი, მესამე ფაზაში გუნდებს უკვე აქვთ საკმარისი exp, განვითარებული უნარები და დამატებითი ნივთები, რაც საბრძოლველად სჭირდებათ. ამ დროს, გუნდები რუკის ერთ-ერთ ნაწილში ჯგუფდებიან და იწყება 5x5-ზე ბრძოლა გამარჯვებისათვის. 

როდესაც რუკაზე როგორც პირველადი, ისევე მეორეული და მესამეული კოშკები ნადგურდება, გუნდები მეოთხეულ კოშკებზე შეტევას იწყებენ, რომელიც მატჩის მთავარ სამიზნეს - Ancient-ს იცავს. როდესაც ერთ-ერთი გუნდი მეორის Ancient-ს გაანადგურებს, თამაში მთავრდება.

პროფესიონალური DOTA 2

თუკი პროფესიონალური DOTA 2-ის გულშემატკივრობით ხართ დაინტერესებული, გაგახარებთ, და გეტყვით, რომ  DOTA 2-ის ტურნირები თითქმის განუწყვეტლივ მიმდინარეობს: ძირითადი, საკვალიფიკაციო თუ რეგიონული. 2020 წელს, პროფესიონალურ DOTA 2-ში შემდეგი ტურნირები გაიმართება:

China Pro League Season 2 - ტურნირი 1 აპრილს დაიწყო და 14 ინვნისამდე გაგრძელდება. როგორც წესი, ტურნირი როგორც ონლაინ, ასევე ლაივ თამაშებს მოიცავს, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, ეს ტურნირი მთლიანად ვირტუალურ სივრცეში გადავიდა. ტურნირში 10 ჩინური გუნდი მონაწილეობს, საპრიზო ფონდი კი 1, 500 000 ჩინური იენი, ანუ 200 000 ამერიკული დოლარია.

Dota2 Professional League, იგივე DPL, წელს მეშვიდე სეზონს ატარებს. ტურნირში 8 ჩინური გუნდი მონაწილეობს და ის 4 დან 26 აპრილამდე გრძელდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 200 000 დოლარია.

ESL One Los Angeles 2020 Europe & CIS - 5-დან 19 აპრილამდე მიმდინარეობს. მასში სხვადასხვა ქვეყნიდან 16 გუნდი მონაწილეობს, საპრიზო ფონდი 200 000 დოლარია. ეს ტურნირიც, ისევე როგორც ზემოთ ნახსენები ტურნირები, სრულად გადავიდა ონლაინ რეჟიმზე. 

The International 2020, იგივე მსოფლიო ჩემპიონატი, DOTA 2-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია. მისი ჩატარება 18-23 აგვისტოს, შვედეთში, სტოკჰოლმში იგეგმებოდა, თუმცა, ამ დროისათვის, კორონავირუსის პანდემიის გამო, ვარაუდობენ, რომ თარიღები შეიძლება შეიცვალოს. The International კიბერსპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტურნირია. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მისი სრული საპრიზო ფონდი 33 მილიონ დოლარს შეადგენს.

ONE Esports Singapore Major 2020 - DOTA 2-ის პროფესიონალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია, რომელიც 20-28 ივნისს, სინგაპურში გაიმართება. მასში სხვადასხვა რეგიონალური ტურნირების გამარჯვებული 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და მთავარი პრიზის 1 მილიონი დოლარისთვის იბრძოლებს. 

ბეთები DOTA 2-ში

DOTA 2-ის მატჩის შედეგს ძალიან ბევრი ფაქტორი წყვეტს: არჩეული გმირები, თამაშის განმავლობაში მათი განვითარება, შიდა გუნდური დინამიკა, როშანის დამარცხება... სწორედ ამიტომ, DOTA 2-ის ჩემპიონატები საყურებლადაც და ფსონების გასაკეთებლადაც საინტერესოა.

ხშირად, ჩვეულებრივი ბეთების პრინციპები, კიბერპორტის ბეთებისგან დიდად განსხვავდება. DOTA 2-იც სწორედ ასეთი შემთხვევაა: ამ თამაშის შედეგის გამოსაცნობად, არა მხოლოდ მისი ძირითადი პრინციპების, არამედ კონკრეტული გუნდების შემადგენლობისა და მათი არჩეული გმირების უნარებისა თუ სიძლიერიც ცოდნაცაა საჭირო. 

DOTA 2-ის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, 2019 წელს, შანხაიში გაიმართა

DOTA 2-ს აქვს როგორც ზოგადი, ასევე სპეციფიკური ბეთები. გაგაცნობთ ძირითად ბეთებს:

მატჩის გამარჯვებული - ვარაუდობთ, რომ A გუნდი მოიგებს მატჩს.

რუკების ზუსტი ანგარიში - ფსონს დებთ თამაშის ზუსტ ანგარიშზე. თამაში 2 ქულამდე მიმდინარეობს.

პირველი აეგის ან როშანის მოკვლა - ვარაუდობთ, რომელი გუნდი მოკლავს პირველი პირველ აეგს თუ როშანს 

პირველი კოშკის ან ბარაკის აღება  - ვარაუდობთ, რომელი გუნდი გაანადგურებს პირველი პირველ კოშკს, ან პირველ ბარაკს

პირველი სისხლი - რომელი გუნდი მოკლავს მოწინააღდეგე მოთამაშეს პირველი.

მკვლელობების უპირატესობა - თქვენ ფსონს დებთ იმაზე, რომ A გუნდს B გუნდთან შედარებით, გარკვეული რაოდენობით მეტი მოკვლა ექნება

მკვლელობების ზუსტი რაოდენობა - თქვენ ვარაუდობთ მკვლელობების რაოდენობას თითეული რუკის, რაუნდის ან სრული თამაშის განმავლობაში

რუკის მოგება - რომელი გუნდი მოიგებს ამა თუ იმ რუკას.

ტურნირის მოგება - თქვენ ვარაუდობთ, რომ A გუნდი მოიგებს ტურნირს.

რა საკვირველია, DOTA 2-ზე, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ თამაშზე, ფსონის დადებამდე კარგად უნდა შეისწავლოთ თქვენი ფავორიტი გუნდი, მისი მოთამაშეები, მოწინააღმდეგეები, მოგებისა თუ წაგების სტატისტიკა და სხვა. ამაში პოპსპორტი დაგეხმარებათ. კიბერსპორტზე ფსონის დადება კი europebet.com-ზე შეგიძლიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები