Thumbnail

ჩემპიონატები ივლისში, ევროთასები აგვისტოში - უეფა დანებებას არ აპირებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

უეფა არ ნებდება, ევროპული ფეხბურთის უმთავრეს ორგანიზაციას საფეხბურთო სეზონის გაუქმება კვლავ არ სურს. უეფასა და ევროპული კლუბების ასოციაციის (ECA) ახალი იდეაა, ივლისში ეროვნული პირველობების ჩამთავრება, აგვისტოში - ევროთასების.

ესპანური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ევროპული პირველობები ივლისის შუიდან განახლდება, აგვისტოდან კი მათ ევროთასები შეუერთდება. ამ საკითხზე უეფა და ECA უახლოეს დღეებში იმსჯელებენ. ივლისში, დიდი ალბათობით, მატჩები უმაყურებლოდ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგა და ევროპალიგა 1/8-ფინალურ ეტაპზე შეწყდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ზოგიერთი მეოთხედფინალისტი ცნობილია.

ეს გადაწყვეტილება უეფას ადრინდელ განცხადებას ეწინააღმდეგება: "თუკი ივნისისის ჩათვლით ტურნირები ვერ განახლდება, სეზონის დასრულება გამორიცხულია", - ეწერა უეფას ადრინდელ განცხადებაში.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, 3-კვირიანი დასვენება გამოცხადდება და ახალი საფეხბურთო სეზონი ევროპაში სექტემბერში დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ახალი კორონავირუსით 1.9 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგანაც 115 ათასი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები