Thumbnail

ივან რაკიტიჩი: კარტოფილის ტომარა ხომ არ გგონივართ?

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სულ უფრო ხშირად იწერება რაკიტიჩის ბარსელონადან სავარაუდო წასვლის შესახებ
  • 32 წლის ხორვატი ნახევარმცველის მიმართ არაერთი კლუბი იჩენს ინტერესს

სულ უფრო ხშირად იწერება ივან რაკიტიჩის ბარსელონადან სავარაუდო წასვლის შესახებ. 32 წლის ხორვატი ნახევარმცველის მიმართ არაერთი კლუბი იჩენს ინტერესს, მათ შორის მანჩესტერ იუნაიტედი, ტურინის იუვენტუსი, მადრიდის ატლეტიკო და სევილია. მედიაში გავრცელებულმა ცნობებმა რაკიტიჩი გააბრაზა, რაზეც მისი კომენტარი მოწმობს…

“ხშირად ვკითხულობ, რომ ბარსელონას ჩემი სამსახური არ სჭირდება და ამიტომ, გამიშვებს მანჩესტერ იუნაიტედში, რადგან შეთავაზებული თანხა კატალონიური კლუბისთვის მისაღებია. ისიც წავიკითხე, რომ ბარსა იქ გამიშვებს, საიდანაც უკეთესი შეთავაზება ექნება. ერთი კითხვა მაქვს: მე კარტოფილის ტომარა ვარ, რომ როგორც უნდათ, ისე მომექცენ? ეს ინფორმაციები სიმართლეს არ შეეფერება. ვიქნები იქ, სადაც პირველი რიგში მე და ჩემი ოჯახის წევრები ჩავთვლით საჭიროდ. რა თქმა უნდა, ვითამაშებ იმ გუნდში, სადაც ჩემზე დიდ იმედებს დაამყარებენ”. - განაცხადა ივან რაკიტიჩმა.

ივან რაკიტიჩი ბარსელონაში 2014 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში კატალონიური გუნდის შემადგენლობაში 200-მდე თამაში აქვს ჩატარებული. რაკიტიჩმა ბარსელონასთან ერთად 2014-2015 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები