Thumbnail
  • ბერგომის აზრით, ინტერი ახალმა შენაძენებმა დაასუსტა
  • ტრანსფერი ანტონიო კონტეს პირადი ინიციატივა იყო
  • ბერგომის კრიტიკა ნიშნავს, რომ ის კონტეს ოპონენტთა რიგებშია

ჯუზეპე ბერგომი ინტერის და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა და იტალიურ ფეხბურთში ძალიან გავლენიანი კაცია. ამჟამად იგი იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომენტატორია. ბერგომის განცხადებით, ინტერის ზამთრის შენაძენებმა გუნდი მხოლოდ დაასუსტა, უფრო მეტად, ფსიქოლოგიური კუთხით.

ინტერმა ზამთარში პრემიერლიგიდან სამი მოთამაშე - კრისტიან ერიკსენი, ეშლი იანგი და ვიქტორ მოზესი - შეიძინა. ერიკსენს წარმატებული დებიუტი არ გამოუვიდა, თუმცა ეშლი იანგი გუნდს კარგად მოერგო.

ბერგომის კრიტიკას სხვა კონტექსტი აქვს. ზამთარში აქტიური სატრანსფერო პოლიტიკის მომხრე ანტონიო კონტე იყო. ახალი ფეხბურთელების კრიტიკა კონტეს კრიტიკას ნიშნავს.

კარგი შედეგების და თამაშის მიუხედავად, ინტერის ბანაკში ძალიან ძლიერია ის ჯგუფი, რომელსაც კონტე არ უყვარს, პირველ რიგში მისი წარსულის გამო, რომელიც იუვენტუსს უკავშირდება. კონტე იუვეს კაპიტანი და მწვრთნელი იყო და ტურინელთა ერთ-ერთი ლეგენდაა.

როგორც ჩანს, ძალიან გავლენიანი ბერგომიც ამ ჯგუფს მიეკუთვნება. ინტერმა ძალიან კარგი სტარტის შემდეგ, ზამთარში რამდენიმე შეხვედრაში უპატიებელი ქულები დაკარგა და ლიდერობა იუვენტუსსა და ლაციოს დაუთმო.

კომენტარები

ბოლო ამბები