Thumbnail

საქართველოს და სამხრეთ აფრიკის სარაგბო ნაკრებთა მატჩი, რომელიც წლეულს იყო დაგეგმილი, დიდი ალბათობით, აღარ ჩატარდება.

“ბორჯღალოსნებს” მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან ისტორიული შეხვედრა 18 ივლისს პორტ ელიზაბეთში უნდა გაემართათ, თუმცა, საქმეში კორონავირუსი ჩაერია.

სამხრეთაფრიკული პრესის ცნობით, უკვე შემუშავებულია ახალი კალენდარი, რომელიც არაერთ სანაკრებო თუ საკლუბო ტურნირს ეხება, ქართველი ქომაგისთვის ყველაზე საინტერესო კი შემდეგი პუნქტია:

“ქურციკების” საზაფხულო მატჩები შოტლანდიასთან, რომლებიც 4 და 11 ივლისს იყო დაგეგმილი, ოქტომბერში გაიმართება, 18 ივლისს, საქართველოსთან თამაში კი აღარ შედგება”.

სავარაუდოა, რომ სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი ახალ გეგმას უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს და აღნიშნული ამბავი ოფიციალური სახეს მიიღებს, თუმცა, ყველაფერი რომ გადაწყვეტილია, ერთი ფაქტიც მეტყველებს – აღნიშნული ტესტი უკვე ჩაშლილად გამოცხადდა ვიკიპედიაზეც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს “ქურციკებთან” აფრიკული ტურნეს დროს უნდა ეთამაშა, რომელიც ბლუ ბულსთანა და სამხრეთ აფრიკა A-სთან მატჩებსაც მოიცავდა, ამდენად, სავარაუდოა, რომ “ბორჯღალოსნები” ერთბაშად სამ შეხვედრას მოისაკლისებენ.

ამ დროისთვის, ახალი არაფერია იმ მატჩების შესახებ, რომლებიც ქართველ მორაგბეებს შემოდგომაზე ელით. შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს “ბორჯღალოსნები” სენტ ეტიენში საფრანგეთს უნდა ეთამაშნონ, 21-ში კი, ფიჯისთან საშინაო შეხვედრაა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები