Thumbnail

‘ჯერ გვარდიოლასგან ვისწავლი’ - დე როსის რომას მწვრთნელობა სურს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დანიელე დე როსი სამწვრთნელო კარიერას იწყებს
  • მისი მიზანი რომაში მუშაობაა

რომას ლეგენდამ, დანიელე დე როსიმ, რომელმაც კარიერა 2020 წლის დასაწყისში დაასრულა, განაცხადა, რომ მწვრთნელობას აპირებს და მისი მიზანი და ოცნება რომას დამრიგებლად მუშაობაა.

“ძალიან იშვიათად ხდება, როცა ფეხბურთელი ერთსა და იმავე კლუბში 20 წელი თამაშობს. სწორედ ამიტომ, ჩემი კარიერა საკმაოდ ორიგინალური გამოვიდა. ვერც კი ვიოცნებებ იმაზე, რომ რომას მთავარი მწვრთნელი 20 წლის განმავლობაში ვიყო, რადგან ეს ნამდვილად შეუძლებელია, მაგრამ მინდა, რომ რომას მწვრთნელი გავხდე. თუმცა, მანამდე ბევრი რამ მაქვს სასწავლი და მეც ის გზა უნდა გავიარო, რომელსაც ახალგაზრდა, დამწყები მწვრთნელები გადიან,” - განაცხადა 36 წლის ექს-ნახევავრცმელმა Sky Sports-თან ინტერვიუში.

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი ამბობს, რომ მწვრთნელის საქმე იზიდავს: “ამ გზას მხოლოდ იმიტომ ვირჩევ, რომ მომწონს. ვფიქრობ, მწვრთნელობა გამომივა. ბევრი მიმიჩნევდა ლიდერად როგორც მოედანზე, ისე გასახდელში, მწვრთნელმა კი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, შეარჩიოს ფეხბურთელები და მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს. როცა ახალ კარიერას დავიწყებ, ვეცდები, სხვადასხვა მწვრთნელებისგან ბევრი რამ ვისწავლო. ვფიქრობ, დასაწყისისთვის ხოსეპ გვარდიოლა კარგი ვარიანტი იქნება.”

წაიკითხებოლო რომაელი ჯარისკაცი - სანდო, ერთგული, თავდაუზოგავი კაცი

შეგახსენებთ, რომ დანიელე დე როსი რომას აღზრდილია. ‘ჯალოროსის’ ღირსებას იგი 2002-დან 2019 წლამდე იცავდა და 616 მატჩში 63 გოლი გაიტანა. 2019 წლის ზაფხულში დე როსი არგენტინულ ბოკა ხუნიორსში გადავიდა, ამ წლის დასაწყისში კი კარიერა დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები